როგორ უნდა იკვებონ 30 წელს გადაცილებული ქალბატონები: ყოველ ასაკს თავისი რაციონი აქვს და ის უბერებელი სილამაზის გარანტია

როგორ უნდა იკვებონ 30 წელს გადაცილებული ქალბატონები: ყოველ ასაკს თავისი რაციონი აქვს და ის უბერებელი სილამაზის გარანტია
30 წლის ასაკში საჭირო ფორმის შენარჩუნება და გახდომა საკმაოდ ადვილია, 40 წლის მერე ეს უფრო რთულია, 45 წლის ასაკში ჩნდება მუცელი, თუ სპორტით არ ხარ დაკავებული. მენოპაუზის პერიოდში კი ნებისმიერი ზედმეტი ხემსი პირდაპირ აისახება წელისა და თეძოების გარშემოწერილობაზე. დიახ, აქტივობა წლიდან წლამდე მცირდება.



Fpaparazzi მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა იკვებოთ ასაკთან შესაბამისად. სწორი კვება ხომ სილამაზის, კარგი განწყობისა და ჯანმრთელობის საწინდარია.



კვება და ასაკი

30 წლის შემდეგ



შვილები, კარიერა, მუდმივი სტრესი უამრავ ენერგიას გვართმევს. ვიტამინები, მინერალებიდ ა ანტიოქსიდანტები შეუცვლელი ხდება რაციონში. გარდა ამისა, საჭიროა ცხოველური ცილები, რომლებიც სასარგებლოა კუნთებისთვის. ამასთან, უნდა მიიღოთ პროტეინები დღის განმავლობაში.
შეამცირეთ სახამებლიანი ნახშირწყლებისა და შაქრის მოხმარება, გააკეთეთ აქცენტი სასარგებლო ცხიმებზე და ბოსტნეულზე. იყავით ფრთხილად რძის პროდუქტებთან.



კალორიების დღე-ღამის ნორმა გახლავთ - 2000. ენერგიის მაღალ დონეს უზრუნველჰყოფს წითელი ხორცი, მწვანე ბოსტნეული, თხილი, თესლი.

40 წლის შემდეგ



სწორედ 40 წლის შემდეგ ჩნდება ზედმეტი წონა უმეტეს შემთხვევაში. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ შაქართან და რაფინირებულ სახამებლიან ნახშირწყლებთან. გარდა ამისა, ამ ასაკში წნევის პრობლემებიც ხშირდება, ამიტომ უნდა უკლოთ მარილის მოხმარებას.
ფსიქოთერაპევტები ამ ასაკს კრიზისულს უწოდებენ. კარგი ხასიათის ჰორმონს - სეროტონინს შეიცავს შვრია, ინდაურის ხორცი, წითელი ბულგარული წიწაკა, შოკოლადი. თევზი იცავს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.



40 წელს გადაცილებული ქალის რაციონში უნდა იყოს დიდი ოდენობით ბოსტნეული, ხილი, შავი ჩაი მწვანეთი უნდა ჩაანაცვლოთ. კალორიების დღე-ღამის ნორმა გახლავთ - 1300-1500.

50 წლის შემდეგ



50 წლის შემდეგ ძვლები და სახსრები სუსტდება, ჩნდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. ამიტომ, მთავარია ოპტიმალური ნივთიერებების მომარაგება, რომლებიც ძვლებს გააჯანსაღებს. კალციუმის მოსამარაგებლად უარი უნდა თქვათ მარილზე, ყავაზე, მაგარ ჩაიზე და უნდა ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში 25%-იანი ხაჭო.



დღე-ღამის რაციონშჳ უნდა იყოს დაახლოებით 600 გრ მწვანილი და 400 გრ კენკრა და ხილი. მათში შემავალი უჯრედისი ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოდევნას და ნორმაში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის მუშაობა. ნუ მიირთმევთ დიდი ოდენობით ხორცს, ბულიონი კი ბოსტნეულის ნახარშით ჩაანაცვლეთ.

დღე-ღამის კალორიების ნორმა გახლავთ დაახლოებით 1300. კვირაში ერთხელ მოაწყვეთ განტვირთვის დღე და გამორიცხეთ თევზი და ხორცი.

60 წლის შემდეგ



ეს გახლავთ შლაკებისა და ტოქსინების დაჩქარებული დაგროვების პერიოდი. ორგანიზმი უკვე რთულად ითვისებს მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, იმუნური სისტემა სუსტდება და მის ასამაღლებლად საჭიროა თუთია. მისი შესანიშნავი წყარო კი გახლავთ ხორცი, რძის პროდუქტები, პარკოსნები.



ასევე, უნდა გაზარდოთ D ვიტამინის შემცველი პროდუქტების მოხმარება: კვერცხი, ცხიმიანი თევზი. გამორიცხეთ მძიმე საკვები რაციონიდან, მარტივი ნახშირწყლებისა და ცხიმების მოხმარება კი გაზარდეთ.

და კიდევ, ამ ასაკში დღიურ მენიუში ალკოჰოლი უნდა შედიოდეს. ბოკალი წითელი ან თეთრი ღვინო, 50 მლ კონიაკი ან ვისკი სრულებით არ გავნებთ, პირიქით, სასარგებლოა.