როგორ დავიკლოთ წონა 50 წლის შემდეგ? ღირებული რჩევები თქვენთვის

როგორ დავიკლოთ წონა 50 წლის შემდეგ? ღირებული რჩევები თქვენთვის
50 წელს გადაცილებული მშვენიერი სქესის წარმომადგენლები,განიცდიან გარეგნულ ცვლილებებს. განსაკუთრებით კი მათი პრობლემა - წონაში მატებაა. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ სასურველი გარეგნობის შესანარჩუნებლად.

50 წლის ასაკში ქალბატონები მაინც ლამაზი და ახალგაზრდულები რჩებიან, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ შემოდგომის ელფერი მაინც თავისას შვრება და ჭაღარაზე, ასაკობრივ ნაოჭზე და კანზე მაინც ასვამს თავის კვალს. იგივენაირი პროცესები მიმდინარეობს სხეულზეც - კანი არარ არის ძველებურად გადაჭიმული და ელასტიური, ამასთან კილოგრამებიც მატულობს!... თითქოს კვების მხრივ არაფერი შეცვლილა, მაკრამ ზედმეტმა 3-4 კილოგრამმა მაინც იჩინა თავი!

ამ საკში გახდომა - ადვილი არ არის, რადგან ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებსაც აქვს ადგილი!.. თუმცა, ნამდვილად არ ღირს ახალგაზრდობის მსგავსად ძველი ექსპერიმენტები ჩატარება, რადგან ეს ყველაფერი უშედეგოდ ჩაივლის და ორგანიზმსაც მეტი ზიანი მიადგება! ამ ასაკში ნივთიერებატა ცვლა უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს ვიდრე 30 წლის ასაკში, ასე რომ შეიძლება ვერც გაუძლოთ იმ რეჟიმში ყოფნას და ცუდად გახდეთ!

არასოდეს მიმართოთ მკაცრ დიეტას, წონაში სწრაფი კლება, აუცილებლად გაორმაგებული კილოგრამების ტოლფასია. უნდა შეეგუოთ აზრს, რომ ამ ასაკში გახდომა შეუძლებელია და ამავე დროს - საზიანოც!

ნუ გადაიტვირტავთ თავს ფიტნესით და მძიმე ვარჯიშებით. გახსოვდეთ, რომ 50 წლის შემდეგ კუნთები ძველებურ დატვირთვის რეჟიმს ვეღარ გაუძლებს! კარგია - მსუბუქი ვარჯიშები და სუფტა ჰაერზე ფეხით სიარული. მთავარია, იყოთ ფორმაში!

არ იშიმშილოთ და დღის რაციონიდან ნუ ამოიკვეთავთ ხორცს. ზოგ დიეტოლოგს მიაჩნია, რომ 50 წლის ზემოთ ქალბატონებს თუ სურთ გახდომა, ხორცის მიღება მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და მისი რაოდენობა კვირაში 100 გრ არ უნდა აღემატებოდეს. რა თქმა უნდა ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგანაც ცილა, ორგანიზმის მტავარი შემადგენელი ნაწილია. მიირთვით ხორციც კვირაში 3-4ჯერ 100გრ ოდენობით.

ეცადეთ არ გამოიყენოთ მაღალკალორიული საკვები პროდუქტები; იმისათვის რომ 50 წლის შემდგომ ფორმა შეინარჩუნოთ, უარი უნდა თქვათ ფუნთუშებზე და თეთრ ფქვილზე, ტკბილეულზე, დაკონსერვებულ, შებოლილ და შემწვარ საკვებზე. თუმცა ამათგან სარგებელი არავისთვის მოუტანია. მოკლედ ისევ და ისევ ჯანმრთელი კვებისაკენ მივდივართ

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, ბევრ ქალბატონს წაადგება. თუ თქვენ მათ გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა ბევრ პრობლემას აირიდებთ თავიდან. გახსოვდეთ - საკვებისაგან თავის შეზღუდვით და მკაცრი დიეტის დაცვით, 50 წელს გადაცილებულ ასაკში, სასურველ შედეგამდე მაინც ვერ მიგიყვანთ. გახდომას თუ მაინც გადაწყვეტთ, უმჯობესია ჯერ ექიმს მიმართოთ და შემდეგ იმოქმედოთ! გისურვებთ ჯანმრთელობას!