რა ასაკში შეიძლება დაისვას ჰაიმორიტის ან ფრონტიტის დიაგნოზი.
ცხვირის დანამატი წიაღებიდან პირველად ეთმოიდისა და ჰაიმორის წიაღები ყალიბდება. 12 წლის ასაკში ისინი უკვე სავსებით არის ფორმირებული. მოგვიანებით, 12 - 13 წლის ასაკში, განვითარებას იწყებს შუბლსა და სფენოიდის წიაღები. შუბლის წიაღის სრული ჩამოყალიბება 12 წლის ასაკში ხდება, ხოლო სფენოიდის წიაღისა - 12 - 15 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, 6 - 7 წლამდე ასაკის ბავშვს არ შეიძლება დავუსვათ ფრონტიტის ან სფენოიდიტის დიაგნოზი, ხოლო ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის დიაგნოზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაისვას. სინუსიტის დიაგნოზს სვამს სპეციალისტი ანამნეზის შეკრებით, ცხვირისა და ცხვირ - ხახის დათვალიერებით, რენტგენოლოგიური გამოკვლევისა და საჭიროების შემთხვევაში - კომპიუტერული ტოპოგრაფიის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ უფრო მცირე ასაკის ბავშვებში სინუსიტის განვითარებას ხშირად განაპირობებს ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივი მოშლა: ცხვირ - ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი, ქლორიან აუზში ცურვა, სუსტი იმუნიტეტი და სხვა.
გართულება
არასწორად და დაგვიანებით ნამკურნალებ სინუსიტს შესაძლოა ორბიტალური ან ქალასშიდა გართულება მოჰყვეს.
თვალბუდისშიდა გართულება თვალის მიდამოს შეშუპებით გამოიხატება.
ხოლო მემინგეალური გართულება - მაღალი ტემპერატურით, ძლიერი ტკივილით, აგზნებადობით და სხვა. ამ დროს ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.