გლოქსინია (Gloxinia): მოვლა სახლის პირობებში
სინათლის მოყვარული გლოქსინია სამზარელოს ნამდვილ სამკაულს წარმოადგენს. ამ ყვავილის შეძენა ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. ყიდვისთანავე თქვენ მის ნათელ ადგილას განთავსებაზე უნდა იზრუნოთ. ზაფხულში უმჯობესია მცენარე ფანჯრის რაფაზე არ მოათავსოთ ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მისი ყვავილობის პერიოდში. მზის პირდაპირი სხივების გამო ყვავილი სწრაფად დაიწყებს ჭკნობას და ყვავილობის პერიოდიც საკმაოდ შემცირდება. გაზაფხულზე კი მისი ადგილი სწორედ რომ იმ ფანჯრის რაფაზეა რომელიც სამხრეთით მდებარეობს. ივნისის დადგომასთან ერთად კი აუცილებელია ის გადაიტანოთ აღმოსავლეთ ან საერთოდ დასავლელით მდებარე ფანჯარაზე.
თუ ყვავილი სინათლის ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით განვითარების საწის სტადიაზე ის ძალზედ გაიზრდება სიმაღლეში რაც შემდგომში აუცილებლად უარყოფითად აისახება მისი კვირტების რაოდენობაზე. უკეთეს შემთხვევაში მათი რაოდენობა მინიმალური იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთოდ არ იქნება. მას შემდეგ რაც მცენარე ნიადაგში დაფესვიანდება და პირველი ფოთლები გამოჩნდება, მას დიდი რაოდენობით სინათლე ესაჭიროება, ამ დროს ყლორტი მოკლე დარჩება, რომელსაც მრავალი კვირტი წამოეზრდება და გაგახარებთ მდიდრული ყვავილობით. ასევე განათებაზეა დამოკიდებული რამდენად ექნება ფერით გაჯერებული ყვავილი.
ყვავილი წვიმის ან ანადუღარი წყალით უნდა მორწყათ. ხოლო ონკანის წყალი უმჯობესია წინასწარ დააყენოთ არანაკლებ ერთი დღე-ღამისა. მორწყვისას უნდა შეეცადოთ, რომ წყალი არ მოხვდეს გორგლის ცენტრში მდებარე ფოთლებს, რომელზეც ყლორტები იზრდება.მცენარე ლპობას ძირითადად სწორედ ზემოდან, გორგლიდან იწყებს და არა ფესვებიდან, რაც აუცილებლად უნდა აიცილოთ თავიდან. ხშირი წვიმების დროს ან უბრალოდ მოღრუბლული ამინდისას უმჯობესია შეამციროთ მორწყვის ინტენსივობა, რადგან ამ დროს ნიადაგი უფრო დიდი ხნის მანძილზე არ შრება და ჭარბი ტენიანობის გამო ფესვები შესაძლოა დალპეს.
გლოქსინიას დარგვიდან პირველი ორი თვის განმავლობაში სასუქის შეტანის არანაერი საჭიროება არ არსებობს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი სასუქი მორწყვიდან ერთი საათის შემდეგ შეაქვთ, ქოთნის კიდეებთან - ისე, რომ ზრდის წერტილებს და ფოთლებს არ შეეხონ. უმჯობესია ეს პროცესი საღამოს მოხდეს, რადგან სასუქის შეტანის შემდეგ მცენარე მზეზე არ იყოს. რაც უფრო ხშირად შეიტანთ სასუქს მით უფრო სუსტი უნდა იყოს ხსნარის კონცენტრაცია. საშუალოდ კი ეს 10 დღეში ერთხელ ხდება.