ბრონქიტის სამკურნალო ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებები!
სუსტი ფილტვების მქონე ადამიანები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ გაცივებას. ბრონქიტის მქონე ადამიანმა,პირველ რიგში, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ფეხები ყოველთვის თბილად ჰქონდეს. ეს ეხება არა მარტო ტერფებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაცივდეს თეძოების შიდა მხარეები, რომელთა კანზე განლაგებულია ბრონქებზე პასუხისმგებელი, უამრავი აკუპუნქტურული წერტილები.
ბრონქიტის დროს აუცილებელია ინჰალაციის გაკეთება და წოლითი რეჟიმის დაცვა. ასევე, აუცილებელია თბილი სასმელის მიღება, განსაკუთრებით ძილის წინ. კარგად მოქმედებს მკერდის და ზურგის მასაჟი. ბალახების ნაყენები აუცილებლად უნდა შეიცავდნენ თაფლს და ცოტაოდენ წითელ წიწაკას ( თუ არ არის სხვა უკუჩვენება ). წითელი წიწაკა დადებითად მოქმედებს ფილტვებზე და ბრონქებზე.
ბრონქიტის მკურნალობა თაფლით

- ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალება: დალიეთ ჩაი თაფლთან ერთად 1 ჩ/ჭ ჩაიზე - 1 ს/კ თაფლი, მიიღეთ ძილის წინ.
- ერთი ლიმონის წვენს შეურიეთ 100 გრ თაფლი, მიიღეთ როგორც ამოსახველებელი საშუალება ძილის წინ 1 ს/კ ჩაისთან, ან რძესთან ერთად.
- მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 1 ჩ/ჭ რძე, დაუმატეთ 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ხმელი სალბი. ნარევი აადუღეთ, დააფარეთ თეფში. გაწურეთ, სალბი გადააგდეთ. შემდეგ ნარევი კვლავ შეათბეთ, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. ნახარში მიიღეთ ცხელი სახით მხოლოდ ძილის წინ და მაშინვე დაწექით.
- ნიგვზისძირას ფესვის ფხვნილით ხალხში მკურნალობენ ხველის დროს ( ბევრი ნახველით). მიიღეთ 1 გრ ფხვნილი 3 - 4 - ჯერ დღეში თაფლთან ერთად.