თუკი მოხარშული ბრინჯი დაგრჩათ, აუცილებლად მოამზადეთ ყველის ეს უგმრიელესი მობრაწულა!
ხშირად ხდება, რომ ბრინჯის მოხარშვისას რაოდენობას ვერ ვსაზღვრავთ და მეტი მოგვდის. ნუ გადაყრით ზედმეტ მოხარშულ ბრინჯს, რადგან ჩვენ გასწავლით უგემრიელესი მობრაწულას მომზდებას მისგან.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 4 ჭიქა ბრინჯი
- ლორი 100 გ
- ოხრახუში 0,5 კონა
- რძე 1 ჭიქა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მოცარელა 250 გ
- სტაფილო 1 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- მაგარი სახეობის ყველი 100 გ
მომზადების წესი:
- მოხარელა გახეხეთ ან ხელით დაძენძეთ. უმი სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ლორი დაჭერით პატარა კუბიკებად, ოხრახუში - წმინდად. აურიეთ ყველა მომზადებული ინგრედიენტი მოხარშულ ბრინჯთან და კარგად აურიეთ.
- კვერცხი ათქვიფეთ ბლენდერით, დაუმატეთ გახეხილი მაგარი სახეობის ყველი და რძე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან ზეთი, გადაიტანეთ ბრინჯის მასა და მოასხით კვერცხისა და რძის მასა. მოათავსეთ ფორმა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!