დიეტური პიცა ცომის გარეშე, რომელიც ადვილად შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს დიეტურ რაციონში- მსოფლიოს მოდელებისა და სპორტსმენების არჩევანი
გეცნობათ სიტუაცია, როდესაც სანაცნობოშ მხოლოდ თქვენ ხართ დიეტაზე და გემრიელი საკვების მირთმევას ვერ ახერხებთ? რატომღაც ყველა თვლის რომ დიეტა შიმშილსა და ყველა საკვების აკრძალვას ნიშნავს. ამჯერად უგემრიელესი პიცის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც თამამად შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს დიეტურ რაციონში
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე- 500გ
- მარილი- 1 ჩ.კ
- პომიდორი- 4ცალი
- მწვანე ხახვი- 1კონა
- ნიორი- 3 კბილი
- დაფნის ფოთოლი- 2 ცალი
- კვერცხი- 1ცალი
- ბულგარული წიწაკა- 2 ცალი
- მოცარელა-100გ
- ხახვი- 1თავი
- ზეითუნის ზეთი- 4ს.კ
- შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
- მოამზადეთ ცომი. ქათმის ფილე წვრილად დაჭერით, აურიეთ კვერცხთან და 0,5 ჩ.კ მარილთან ერთად
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით მასზე ცხიმი. დაალაგეთ ქათმის ფილე, შედგით ფორმა გასაცხელებლად ღუმელში 7- 10 წუთის განმავლობაში.
- მოამზადეთ სოუსი. ქვაბში აადუღეთ ცოტა წყალი. ჩააწყვეთ მასში 3 პომიდორი რამდენიმე წუთით. მოაშორეთ კანი და დაჭერით 4 ნაწილად. კოვზით მოაშორეთ თესლი.
- ხახვი და ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით.
- ჯამში გაახცელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ მასში წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და მარილი გემოვნებით ხარშეთ ეს ყველაფერი 30 წუთის განმავლობაში მანამ სანამ თქვენი ტომატის პასტა ერთგვაროვანი არ გახდება.
- მოამზადეთ გულსართი. დაჭერით 1 ცალი პომიდორი, ბულგარული და მწვანე ხახვი. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- ღუმელიდან გამოიღეთ საცხობი ფორმა, ზაუსვით პიცას პომიდვრის სოუსი, მოაყარეთ ყველი და მოასხით ბოსტნეულის მასა.
- შედგით ღუმელში კიდევ 15 წუთით
- ასეთი პიცა შეგიძიათ თამამად შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში.