უსიამოვნო სუნი, კარიესი და გინგვინიტი წარსულში დარჩება. შეიზილეთ ეს 2 ზეთი კბილებზე.

უსიამოვნო სუნი, კარიესი და გინგვინიტი წარსულში დარჩება. შეიზილეთ ეს 2 ზეთი კბილებზე.
ფაქტი, რომ ეთერზეთებს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, არ იწვევს ეჭვებს. მეტიც, გამოცდილი და პროფესიონალი სტომატოლოგები ყოველთვის უწევენ რეკომენდაციას ამ ნატურალურ საშუალებებს კბილებთან, ღრძილებთან და ზოგადად პირის ღრუსთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ თავიდან ასარიდებლად.

თუ თქვენ ვერაფრით ახერხებთ ყვითელი ნადების მოშორებას კბილის ემალიდან, ხშირად იტანჯებით ღრძილების დაავადებებისგან და გაწუხებთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მიმართეთ დახმარებისთვის მარტივ ტექნიკას, რომლის შესახებაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიამბობთ.

მიხაკის ზეთი

მოცემული ეთერზეთი შეიცავს შენაერთს, სახელწოდებით ევგანოლს, რომელიც ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში საკუთარი ანალგეზიური და საანესთეზიო თვისებების გამო. გარდა ამისა, ევგანოლი ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რის ხარჯზეც ამ შენაერთს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.

ჩაის ხის ზეთი

ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული თვისებების ხარჯზე, ჩაის ხის ეთერზეთი წარმოადგენს არაჩვეულებრივ საშუალებას პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეტიც, ეს სამკურნალო პროდუქტი გვეხმარება სტომატიტისა და გინგვინიტის მკურნალობაში.

ინსტრუქცია:

კბილების გამოხეხვა მოცემული ორი ზეთის გამოყენებით თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სუნს, კარიესს, გინგვინიტს, სტომატიტსა და ღრძილების დაავადებებს. უბრალოდ დააწვეთეთ ორ-ორი წვეთი მოცემული ეთერზეთები თქვენს კბილის ჯაგრისზე და იხეხეთ კბილები რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიქეცით ასე დღეში 2-ჯერ.