კიტრის მწნილის ყველაზე გემრიელი რეცეპტი, რომლითაც უკვე 20 წელია ვსარგებლობ!

კიტრის მწნილის ყველაზე გემრიელი რეცეპტი, რომლითაც უკვე 20 წელია ვსარგებლობ!
რეცეპტი მარტივია, შედეგი - სუპერ! საიდუმლო - მარილწყალშია.


  1. მოაჭერით კიტრს ყუნწები და ჩაალაგეთ მარილწყლიან (1 ლ წყალზე 3 ს/კ მარილი) ვერდოში 12 საათით.
  2. შემდეგ გასტერილებულ 3 ლიტრიან ქილებში მოათავსეთ: პირშუშხა, 4-5 ცალი მოცხარის ფოთოლი, 3 ალუბლის ფოთოლი, 2 ღერი კამა, 6-8 კბილი შუაზე გაჭრილი ნიორი, ჩაალაგეთ კიტრები და ზემოდან დაალაგეთ 5-6 ცალი მოცხარის ფოთოლი, 2 ღერი კამა, 1 მუხის ფოთოლი, 6-8 შუაზე გაჭრილი ნიორი და ბაზილიკისა და ტარხუნას რამდენიმე ფოთოლი. თუმცა მათ გარეშეც შეიძლება.
  3. დაასხით წყალი (1 ლ წყალზე 2 სავსე ს/კ მარილი).
  4. გააჩერეთ 1 ან 2 დღე, შემდეგ გადმოასხით მარილწყალი, აადუღეთ და კვლავ დაასხით კიტრს.
  5. გინდათ მოხუფეთ, გინდათ ხრახნიანი თავსახური დაახურეთ.