ახლობელი ტორტებს შეკვეთით აცხობს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე გაყიდვადი ტორტის საიდუმლო ეს კრემია!

ახლობელი ტორტებს შეკვეთით აცხობს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე გაყიდვადი ტორტის საიდუმლო ეს კრემია!
დაგვეთანხმებით, ყველაზე უკეთ იმ კრემის რეცეპტი გვამახსოვრდება, რომელიც პრაქტიკულად ყველა ნამცხვარს უხდება. დიდი ხანია ასეთით ვსარგებლობ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ოდესღაც ეს რეცეპტი ერთ-ერთ კულინარიულ ჟურნალში აღმოვაჩინე.
ამ კრემის მთავარი საიდუმლო - მისი გემოა, რომელიც ბავშვობის საყვარელი, პლომბირის ნაყინის გემოს მოგაგონებთ.

საჭირო მასალა:

  • არაჟანი 500 გ
  • ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ
  • ფქვილი 3 ს/კ
  • ვანილინი მწიკვი
  • შაქარი 180 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 250 გ


მომზადების წესი:

  1. გამოიღეთ კარაქი მაცივრიდან და დაარბილეთ.
  2. არაჟანში აურიეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი, ცედრა და ვანილი.
  3. დადგით მასა წყლის აბაზანაზე და გაასქელეთ კრემი ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ.
  4. ათქვიფეთ კარაქი ხელის ზამბარით და შეურიეთ მოხარშულ და გაცივებულ კრემს.

კრემი მზად არის! გემრიელად მიირთვით!