ფაფუკი და ჰაეროვანი კრემი პლომბირის გემოთი

ფაფუკი და ჰაეროვანი კრემი პლომბირის გემოთი
FPAPARAZZI-ის რეკომენდაციაა ეს კრემი გამოიყენოთ როგორც ტორტებისთვის, ისე ნამცხვრებისა თუ ქაფკეიქების მოსართავად.
საჭირო მასალა:
  • 500 გ 20%-იანი არაჟანი
  • ცოტა ლიმონის ცედრა
  • 2 კვერცხი
  • 3 ს.კ ფქვილი
  • 180 გ შაქარი
  • 2 გ ვანილი
  • 250 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი

მომზადება:
ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, კვერცხი, ვანილი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და შაქარი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ გასქელებამდე. შემდეგ გადმოდგით და კარგად გააცივეთ.
კარაქი გათქვიფეთ გათეთრებამდე და ნელ- ნელა შეურიეთ უკვე გაციებულ კრემს.


გემრიელად მიირთვით.