ერთი შეხედვით თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ამ კერძმა მთელი ჩემი ოჯახი დაიპყრო. ვამზადებ ყოველ შაბათ-კვირას!
შემწვარი ხორცისა და კარტოფილის კლასიკური შეხემაბა შეიძლება სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს. თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, fpaparazzi, გირჩევთ მოამზადოთ ნავები მზა ფენოვანი ცომისგან.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 1 კგ
- ხახვი 1 თავი
- ფენოვანი ცომი 500 გ
- მაგარი სახეობის ყველი 50 გ
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ღორის ხორცი 400 გ
- მჟავე კიტრი 3-4 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
მომზადების წესი:
- მოხარშეთ კარტოფილი, მოამზადეთ პიურე ჩვეული წესით. დაჭერით ხორცი პატარა კუბიკებად. დაჭერით ხახვი წვრილად.
- მოხარკეთ ხორცი ღრმა ტაფაში მაღალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ ხახვი და აურიეთ. დაუკელით ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავსახური და თუშეთ ხორცი ხახვთან ერთად 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ახადეთ თავსახური და გააჩერეთ ხორცი საშუალო ცეცხლზე კიდევ 4 წუთი. ამ ხნის განმავლობაში წვენი ტაფიდან ამოშრება.
- დაჭერით მჟავე კიტრი ნახევარწრეებად. გაყავით დაჭრილი კიტრი 8 თანაბარ ნაწილად.
- აიღეთ მზა ფენოვანი ცომის 2 ფირფიტა და გაყავით თითოეული 4 ნაწილად. ასე თითოეული ფირფიტისგან 4 ნავი გამოგივათ. გააბრყუელეთ თითოეული ცომი სწორკუთხედად. კიდეები თხელი უნდა იყოს.
- აიღეთ ცომის ერთი სწორკუთხედი, მოათავსეთ მასზე 2-3 ს/კ პიურე, შემწვარი ხორცი და მჟავე კიტრის 1 ნაწილი. გაუკეთეთ ცომს ჩანაჭრები, როგორც ფოტოზეა მოცემული.
- ახლა ისე გადაკეცეთ ყოველი კიდე, რომ ჩანაჭრელი ცენტრში აღმოჩნდეს. მიეცით ნავის ფორმა და შეუწებეთ კიდეები. გადაიტანეთ ნავები ღუმელის ფირფიტაზე. თუ რამდენიმე ნავს ერთდროულად აცხობთ, გადაიტანეთ თითოეული საცხობი ქაღალდის მეშვეობით.
- ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით ნავებს. შეგიძლიათ ჩაახალოთ თით კვერცხი შუაგულშიც. გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ნავებს ზემოდან.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ნავები 25 წუთი.
- როცა ნავები დაიბრაწება და ყველი ჩადნება, შეგიძლიათ ნავები მორთოთ მწვანილით. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!