“ოჯახური” ავსტრიულად

“ოჯახური” ავსტრიულად
ეს ტრადიციული ავსტრიული კერძი ძალიან გავს, ჩვენს “ოჯახურს”. fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ის განსხვავებული და ძალიან გემრიელი რეცეპტით.
საჭირო მასალა:
  • 550 გ კარტოფილი
  • 1 ხახვი;
  • 250 გ ძროხის (ან ღორის) ხორცი;
  • 100 გ ლორი;
  • 2 კბილი ნიორი
  • 4 კვერცხი;
  • 2 ს/კ ზეთი;
  • 1 ს/კ კარაქი;
  • მარილი, პილპილი;
  • ოხრახუში.

მომზადების წესი:
  1. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით პატრა ნაჭრებად, დაამარილეთ და შეწვით ზეთში.
  2. დაჭერით ხორცი და ლორი პატარა კუბიკებად, ხახვი ალყა-ალყა, ოხრახუში წვრილად.
  3. კარტოფილის ბოლომდე შეწვამდე, დაახლოებით 10 წუთით ადრე, ჩაყარეთ ტაფაში ხახვი, ხორცი და ლორი.
  4. შუშეთ და პერიოდულად ურიეთ ხის ნიჩბით.
  5. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ შუშეთ 2-4 წუთი.
  6. გაადნეთ ცალკე ტაფაზე კარაქი და შეწვით მასში კვერცხი.
  7. თითო ულუფისთვის თითო კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  8. გადმოიღეთ კარტოფილი და ხორცი თეფშზე, მოაყარეთ მწვანილი და ზემოდან დაადეთ კვერცხი.
  9. შეგიძლიათ კვერცხი ამოიღოთ რეცეპტიდან.