მარტივი და ეფექტური რეცეპტებით დააღწიეთ თავი არტერიულ ჰიპერტენზიას!
არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ორგანოთა დაავადებები: თირკმელების, სისხლძარღვების, ენდოკრინული და სხვა. ამ შემთხვევაში, სისხლის წნევის მატებას სიმპტომურ, ანუ "მეორად ჰიპერტენზიას" ეძახიან, მაგრამ, ხშირად ჰიპერტენზია სხვა დაავადების სიმპტომს კი არ წარმოადგენს, არამედ მათ გარეშე დამოუკიდებლად იწყება. ამ შემთხვევას "ესენციურ ჰიპერტენზიას", ანუ "ჰიპერტონულ დაავადებას" უწოდებენ.
ხალხური მედიცინა გამორჩეულ რეცეპტებს გთავაზობთ ამ დაავადების სამკურნალოდ:
ხალხური მედიცინა გამორჩეულ რეცეპტებს გთავაზობთ ამ დაავადების სამკურნალოდ:
- 20 გრ ბრტყელეკალას ყვავილს და ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი. ადუღეთ 10 წთ. დაბალ ცეცხლზე, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში ტონუსის და დაბალი წნევის ასამაღლებლად.
- მიიღეთ 20 - 30 წვეთი ლიმონურას სპირტზე ნაყენი 2 - ჯერ დღეში, უზმოზე, საუზმემდე და სადილამდე 30 წუთით ადრე, ყოველ ჯერზე გააზავეთ 1 ს/კ წყალში.
- აიღეთ ნეგო - 10 გრ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 - 40 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 - 1/2ჩ/ჭ 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ცივად.
- მიიღეთ 5 - 10 წვეთი ჟენ - შენის სპირტზე ნაყენი 2 - ჯერ დღეში, დილით და სადილად, ჭამამდე, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- დღისით გადაივლეთ გრილი, შეჩვევის შემდეგ - ცივი, ვაშლის ძმრიანი წყალი -1 ს/კ. ძმარი ერთ ვედრო წყალზე.
- ჩაი და ყავა 2 - ჯერ დღეში (მეტი არა ) ზრდიან წნევას. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი. ის რბილად და სტაბილურად ზრდის წნევას. მწვანე ჩაი უნდა დალიოთ 1 - 2 თვის განმავლობაში.
- საშუალო ზომის 6 ცალი ლიმონი გარეცხეთ, ამოაცალეთ კურკა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქნაში, აურიეთ და ჩადეთ ქილაში. დაუმატეთ 1 ლ ცივი, ანადუღარი წყალი და 500 გრ თაფლი, აურიეთ და კვლავ შედგით მაცივარში 36 საათით. მიიღეთ 3 - ჯერ დღეში, 50 გრ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე... მკურნალობის კურსი - წამლის გათავებამდე.
- ელეუტეროკოკის თვისებები ჟენ - შენისას უტოლდება, მაგრამ მისგან განსხვავებით ელეუტეროკოკის პრეპარატები ეფექტურია წელიწადის ნებისმიერ დროს. იყენებენ მცენარის ფესვებს და ფოთლებს . უფრო მაღალი აქტივობა გააჩნია ფოთლებისა და ფესვებისგან მომზადებულ ექსტრაქტებს. მკურნალობის ეფექტი პრეპარატის მიღებიდან 15 დღის შემდეგ ჩნდება.