საშუალებები, რომლებიც აუცილებლად მოგიწესრიგებთ ძილს. დააღწიეთ თავი უძილობას!
"დიდება ღმერთს, რომელმაც ძილი გამოიგონა", - წერდა "დონ კიხოტის" ავტორი. თუმცა ეს გამოგონება მილიონობით ადამიანისთვის არ მუშაობს.
თუ უძილობა გაწუხებთ, პირველ რიგში გაარკვიეთ რა არის მიზეზი. ხშირად ადამიანი ვერ იძინებს იმიტომ, რომ საწოლში დაწოლის შემდეგაც აგრძელებს პრობლემებზე ფიქრს. აქედან ვასკვნით: საწოლში დაწილისას დაივიწყეთ ცუდი და ბოროტი ფიქრები. დაძინებამდე არ იმუშაოთ.
ძილის წინ ბევრი საკვების მიღებაც მავნებელია. ამიტომ დაძინებამდე სამი საათით ადრე ივახშმეთ. 23 - დან 24 საათამდე ორგანიზმის აქტიურობის პერიოდია. უფრო ადვილად დაგეძინებათ, თუ საწოლში ამ პერიოდამდე ან ამ პერიოდის შემდეგ დაწვებით.
თუ მაინც ვერ იძინებთ, დაისრისეთ ხელისგულები, დიდი და საჩვენებელი თითი მოკიდეთ ყურის ბიბილოებს და ასე 3 - 5 წთ. გაჩერდით - მალე დაგეძინებათ.
დაძინებას ხელს უწყობს საწოლში კითხვა. რა თქმა უნდა წაიკითხეთ არა დეტექტივი, რომელსაც ვერ მოსწყდებით, არამედ რაიმე ისტორიული ნაწარმოები. როგორც კი იგრძნობთ, რომ გეძინებათ, მაშინვე ჩააქრეთ ლამპა, დაწექით მარჯვენა გვერდზე და დახუჭეთ თვალები.
თუ ღამე გაგეღვიძათ, შეცვალეთ ბალიშის ადგიმლდებარეობა, თავით იქით დაწექით, საითაც ადრე ფეხები გქონდათ, ან სხვა ადგილზე გადაწექით.
ასევე შეგიძლიათ მოიშველიოთ ხალხური რეცეპტები:

- ამ უსიამოვნებისგან კაგორში, ან პორტვეინში მოხარშული კამის თესლი გიხსნით. 50 გრ თესლი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 0,5 ლ ღვინოში. მიიღეთ ძილის წინ 50 მლ. არანაირი გართულება და გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
- 50 გრ ნიახურის ძირებს დაასხით 1 ლ ცივი, ანადუღარი, წყალი და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 - 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- ჩვეულებრივ ჩაის დაუმატეთ 2 ჩ/კ შემდეგი ნარევი, ან მოამზადეთ მათგან ჩაის ნაყენი: კატაბალახას ფესვი, თავშავა, შავბალახა, ტუხტი, პიტნა და სვია.
- ძილს მოგიწესრიგებთ "ჯადოსნური ტომარა", რომელშიც უნდა მოათავსოთ ხმელი ბალახები: ლავანდა, სვიის გირჩა, ძიძო, ბარამბო, თავშავა, ვარდის ფურცლები, გვირილას დაქუცმაცებული ყვავილი.