რასთან არ შეიძლება კვერცხის შეხამება, რათა კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება ავიცილოთ!

რასთან არ შეიძლება კვერცხის შეხამება, რათა კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება ავიცილოთ!
ყოველდღე ჩვენ ვაზიანებთ კუჭს არამხოლოდ მავნე საკვებით, არამედ, სრულიად უწყინარითაც. ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტები საჭმლის მონელების მტრად იქცევა, თუ მათ არასწორად შევუხამებთ.



სწორი და დაბალანსებული კვებისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რა რასთან უნდა მივირთვათ. განსაკუთრებით ეს ეხება კვერცხს, რომელიც ისედაც რთულად გადამუშავდება.

კვერცხის მოხმარება


რასთან არ შეიძლება კვერცხის შეხამება

თევზი

არ ღირს ერთ კერძში კვერცხისა და თევზის შეხამება. უნდა იცოდეთ, რომ კვერცხში ოვიდინის შემცველობა ანეიტრალებს თევზში შემავალ ვიტამინ В7.

ბრინჯი



აქ მოქმედებს იგივე კანონი, რაც თევზის შემთხვევაში. ფაფისგან მაქსიმალური სარგებელის მსიაღებად, რეკომენდებულია მისი კვერცხებისგან ცალკე მიღება.

კარტოფილი



სალათებში კვერცხისა და კარტოფილის შეხამება ყველასთვის ცნობილია, მაგრამ დაუშვებელია. კარტოფილი შეიცავს მინერალებს, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის ათვისებას, რასაც კვერცხი შეიცავს. ეს ორი პროდუქტი შეხამებაში არღვევს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

რძე

ზოგიერთი ცილოვანი პროდუქტი არ შეეხამება ერთმანეთს, ეს ეხება რძესა და კვერცხს. რძის მოხმარება უმჯობესია ცალკე, სხვა პროდუქტებთან შეხამების გარეშე, რათა მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ორგანიზმმა სრულად შეითვისოს.

ყველი



ორგანიზმი უკეთ უმკლავდება 1 ცხოველურ ცილებს ერთჯერადად. ეს ნიშნავს, რომ კვერცხის, ლორის, ხორცისა და ყველის შეხამება არ ღირს. ასეთი ნოყიერი საუზმე კუჭში სიმძიმის შეგრძნების მომტანია მთელი დღის განმავლობაში.

ზოგიერთი ხილი

ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი, გარგარი და საზამთრო არ უნდა მიიღოთ ცილოვანი პროდუქტების შემდეგ, მათ შორის კვერცხის. ხილი უკვე 15 წუთის შემდეგ აითვისება მოხმარების შემდეგ, კვერცხს კი გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

კარაქი, ნაღები, მაიონეზი

კვერცხი და ციმები საკმაოდ მისაღები კომბინაციაა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცხიმები ანელებს საჭმლის მონელებას. უმჯობესია, კარაქი, ნაღები და მაიონეზი რაც შეიძლება იშვიათად შეუხამოთ ერთმანეთს, ან დაუმატეთ მწვანილი, რათა ცხიმების მოქმედების ნეიტრალიზება მოხდეს.