შინ მომზადებული სამსა ღუმელიდან: გემრიელი და არომატული, როგორც უზბეკეთში!
ყველა ხორციან ღვეზელს სამსას ვერ ვუწოდებთ, მხოლოდ მას, რომელიც განსაკუთრებული ცომითა და სპეციალური ტექნოლოგიით ცხვება. იდეაულრი სამსა ტანდირში, შეშის ფეჩში ცხვება, მაგრამ ქალაქის პირობებშიც ამ რეცეპტით უგემრიელეს ღვეზელს მოამზადებთ.
გულსართი ცალკე თემაა: არ უნდა გამოიყენოთ მზა ფარში, არამედ სწორედაც რომ დაკეპილი ხორცი და ბევრი ხახვი აძლევს ამ ღვეზელს განსაკუთრებულ გემოს!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
გულსართი ცალკე თემაა: არ უნდა გამოიყენოთ მზა ფარში, არამედ სწორედაც რომ დაკეპილი ხორცი და ბევრი ხახვი აძლევს ამ ღვეზელს განსაკუთრებულ გემოს!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 4 ჭიქა
- კარაქი 100 გ
- ცხვრის ხორცი 500 გ
- პილპილი გემოვნებით
- ცხვრის დუმა 200 გ
- ზეთი 2 ს/კ
- წყალი 1 ჭიქა
- მარილი 1,5 ჩ/კ
- ხახვი 3 თავი
- ძირა გემოვნებით
- სახამებელი გემოვნებით
- ქუნჯუთი 1 ს/კ
მომზადების წესი:
- ღრმა ჯამში ჩაასხით წყალი, გახსენით მასში დაახლოებით 0,5 ჩ/კ მარილი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. არ უნდა მიიღოთ ზედმეტად მკვრივი ცომი.
- 50 გ ცხვრის დუმა დაჭერთი წვრილად და გაადნეთ გახურებულ ტაფაზე. მოაშორეთ დარჩენილი ნაწილაკები და დაუმატეთ მიღებული ცხიმი ცომს. კარგად მოზილეთ და გაყავით 3 თანაბარ ნაწილად.
- თითოეულისგან გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ 40 წუთი.
- იმისათვის, რომ მოამზადოთ ფარში, დაჭერით წმინდად ხახვი, დარჩენილი 150 გ დუმა და ცხვრის ხორცის რბილობი. დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი (ორიენტირება გააკეთეთ თქვენს გემოვნებაზე), მოაყარეთ პილპილი და ძირა.
- მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს სახამებელი, გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი თხლად, წაუსვით დარბილებული კარაქი და გადადეთ ფირფიტა გვერდით. ასევე გააკეთეთ ცომის დანარჩენ გუნდებზე. მოათავსეთ ცომის ფირფიტები ერთმანეთზე და გადაახვიეთ სქელ რულეტად.
- დაჭერით რულეტი 1,5 სმ-ის სისქის ნაჭრებად, მოათავსეთ 20 წუთით საყინულეში, რათა კარაქი გამაგრდეს. შემდეგგ ააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი, მოათავსეთ 1 ს/კ გულსართი და გააკეთეთ სამკუთხედი ფორმის ღვეზელები.
- მოათავსეთ ღვეზელები ცხიმწასმულ ლითონის ფირფიტაზე, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაუწვის ზეთი და მოაყარეთ ქუნჯუთის მარცვლები.
- აცხვეთ სამსა 200-230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
- გამოცხობამდე ზოგიერთი მზარეული ღვეზელებს წყალს აპკურებს, შემდეგ ცხობისას კიდევ 2-ჯერ იმეორებენ ამას, რათა, ცომი არ გამოშრეს.
გემრიელად მიირთვით!