მწარე სიმართლე ქალი-მერწყულის სიყვარულის შესახებ

მწარე სიმართლე ქალი-მერწყულის სიყვარულის შესახებ
ეძებთ არაამქვეუყიურ გოგონას? გილოცავთ, თქვენ ის ქალ-მერწყულში აღმოაჩინეთ!

ის ბოროტი გენიოსია

ქალი-მერწყული ბრწყინვალე ინტელექტითაა ცნობილი. ის არამხოლოდ განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, არამედ, იკვლევს კიდეც მათ. მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც დაეწევა მას ინტელექტში, სხვაგვარად მალე მობეზრდება და სხვა უფრო საინტერესო ვინმეს იპოვის.

მას ცივ და უგრძნობ ქალად მიიჩნევენ


მერწყული - ჰაერის ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ ქალ-მერწყულს ცივ, ემოციურად დახურულ ქალად მიიჩნევენ. მაგრამ ეს ასე არ არის. ის თავის აზრებშია ჩაციკლული, სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და სჭირდება დახმარება, ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს.

სექსუალურად განვითარებულია

ქალი-მერწყული ღია და ცნობისმოყვარეა, რაც საძინებელში ქცევაზეც აისახება. ის სიამოვნებით თანხმდება სიახლეებსა და ექსპერიმენტებზე. მისი ტვინი მუდამ ტონუსში უნდა იყოს, ამიტომ უთხარით, თუ რას აპირებთ, თან უხეში შეხება უფრო აღაგზნებს, ვიდრე რბილი და ნაზი.

ვერ იტანს ”ტკბილ” რომანებს

ქალი-მერწყული ძალიან პრაქტიკულია და ამაყობს თავისი ორიგინალურობით, აფასებს გულწრფელობას და სიყვარულის ეფექტურ გამოვლინებას. მას თავი განსაკუთრებულად უნდა აგრძნობინოთ, გარკვეულ წილად რომანტიკაც მოსწონს, მაგრამ მისი მოთხოვნილებების პრაქტიკული მხარე რეალობასა და საფუძვლიანობას მოითხოვს.

ის თავს არიდებს კონფლიქტებს

მერწყულებს სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა აქვთ და სხვა ადამიანებისადმი ღრმა პატივისცემა, არ მიიჩნევს საკუთარ აზრს ერთადერთს და ყველაზე სწორს. არ მეგობრობს კონფრონტაციასთან, რადგან მას უსარგებლოდ მიიჩნევს. მაგრამ თუ ეცდებით მასზე დომინირებას, ხმის აწევას ან შეურაცხყოფის მიყენებას, შეგიძლიათ მისი არსებობა დაივიწყოთ.