როგორ დავიპყროთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების გული

როგორ დავიპყროთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების გული
რას ელის მამაკაცი ქალისგან - შეიტყვეთ ჩვენი სტატიიდან.

ვერძი
მამაკაც-ვერძებს თვალებით უყვარს. მათ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ შინაგანი ბუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ მუდამ გარეგნობას აქცევენ ყურადღებას პირველ რიგში. მათი გულის მოგება მკვეთრი მაკიაჟით, სექსუალური კაბით, ან უბრალოდ, აშკარა ფლირტით შეიძლება.

კურო
მამაკაცი-კურო ძალიან წუნიაა, ამიტომაც მისი გულის მოგება არაა ადვილი. მას არამხოლოდ სასიამოვნო გარეგნობის, არამედ, კარგი მეოჯახე ქალი სჭირდება გვერდით. ის არ ეძებს დროებით გართობას, სტაბილურობის მოყვარულია. მის გვერდით იქნება ნაზი, მზრუნველი, პრაქტიკული და ინტელიგენტური ქალი.

ტყუპები

ტყუპები მერყევები არიან. ისინი, დიდი ალბათობით, გარეგნობას იმდენად არ მიაქცევენ ყურადღებას, მთავარია, ქალი დამაინტრიგებელი იყოს, შეეძლოს საუბრის საინტერესოდ გაბმა და ენერგიული იყოს. ტყუპების ”შებმა” მრავალმხრივ განვითარებულ ქალს შეუძლია.

კირჩხიბი
მამაკაცი-კირჩხიბის გულის მოგება უსაზღვრო სიყვარულით, მოთმინებით, ყურადღებითა და მზრუნველობით არის შესაძლებელი. კირჩხიბები გარეგნული მონაცემების მიხედვით ირჩევენ პარტნიორს, თუმცა, მათთვის შინაგანი სამყაროც მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ გამოავლინოთ აგრესია მასთან, კირჩხიბი ამას ვერ იტანს.

ლომი

მამაკაცი-ლომის გულის მოგება სერიოზული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მოემზადეთ იმისთვის, რომ ლომი ყურადღებას იმ შემთხვევაში მოგაქცევთ, თუ იდეალური გარეგნობა, მსუბუქი ხასიათი, მაღალი ინტელექტი და კარგი წარმომავლობა გაქვთ.

ქალწული
ქალწულისთვის ქალში უმთავრესი ინტელექტია, გარეგნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მამაკაცი ქალწული არასოდეს აირჩევს ვულგარულ, გაუნათლებელ, ზანტ და არაეკონომიურ ქალს. მას კარგი დიასახლისი სჭირდება, რომელსაც სახლი იდეალურ წესრიგში ექნება მუდამ.

სასწორი
მამაკაცი-სასწორები ესთეტები არიან, აფასებენ ყველაფერს ლამაზსა და განსაკუთრებულს. აღმერთებენ ელეგანტურ ქალებს, რომლებსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი. ამასთან, ქალი ემოციურად თავშეკავებული და მომთმენი უნდა იყოს.

მორიელი
მორიელს ინტიმურ სიახლოვეში ტემპერამენტი ესაჭიროება, ყოველდღიურობაში კი - თავშეკავებულობა და გამგებიანობა. მამაკაცი-მორიელი მესაკუთრეა, მოემზადეთ იმისთვის, რომ აუცილებლად დაგკითხავენ, სად იყავით, ვისთან და რატომ დაგაგვიანდათ 5 წუთით. მაგრამ თუკი მას ერთგულებაში დაარწმუნებთ, ჩათვალეთ, რომ სამუდამოდ თქვენი იქნება.

მშვილდოსანი
მშვილდოსან-მამაკაცებს უყვართ ნადირობა და მოპოვება. მათთვის შედეგი კი არაა უმთავრესი, არამედ, თავად პროცესი. ამიტომაც, ხშირად კარგავენ ინტერესს ქალისადმი, რომელმაც უკვე თანხმობა მისცა ურთიერთობაზე. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტი წინაღობა შეხვდება მათ თქვენი გულის მოსაგებად, მით უკეთ აეწყობა ურთიერთობა.

თხის რქა
თხის რქა მატერიალისტი და ცინიკოსია. სიყვარულს მათთვის არავითარი კავშირი არ აქვს ვნებასთან. თხის რქა-მამაკაცი ეძებს ქალს, რომელიც ერთდროულად კარგი დიასახლისი და კარიერაში წარმატებული იქნება. ფინანსური სტაბილურობა მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

მერწყული
მერწყულის გულის მონადირებას ეშმაკი, თავდაჯერებული და თავისუფლების მოყვარული ქალი შეძლებს. მამაკაცი-მერწყული ვერ იტანს დიასახლის ქალებს. მათ ახალი ნაცნობობა და რეგულარული ურთიერთობები სჭირდებათ, ამიტომაც, მათი რჩეული ეჭვიანი არ უნდა იყოს. იყავით იდუმალი და დამოუკიდებელი და მერწყული მუდამ თქვენთან იქნება.

თევზები
მამაკაცი-თევზები ძალიან მორცხვები და სენტიმენტალურები არიან. ამიტომ, ქალებში სინაზესა და მეოცნებეობას აფასებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალმა მათი მოსმენა და გაგება შეძლოს. თუ მზად ხართ, თქვენი მამაკაცის ”დამაწყნარებელი” იყოთ, ის აუცილებლად გადაგიხდით სითბოთი და სინაზით.