აი, რატომ სურს მას თქვენი ცოლად შერთვა, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აი, რატომ სურს მას თქვენი ცოლად შერთვა, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სანამ ფიქრებსა და აწონ-დაწონვას დიდ დროს დაუთმობთ, ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდება თუ არა, გაიარეთ კონსულტაცია ვარსკვლავებთან. ასტროლოგია დაგეხმარებათ გაიგოთ, რა თვისებებს ეძებს მამაკაცი ქალში, რომლის ცოლად შერთვა სურს.

ვერძი

ვერძი მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია და ის, ვინც მის ავანიურისტულ ცხოვრების წესს ფეხს ვერ აუდგამს, არასათანადო კანდიდატურაა. ვერძს ძლიერი, დამოუკიდებელი და თავგადასავლებისთვის გახსნილი ქალი სურს იხილოს გვერდით.

კურო

კუროს ქალური, ტრადიციების მიმდევარი ქალი უყვარდება, რომელსაც მკაფიოდ აქვს ოჯახში როლები გადანაწილებული. მას სჭირდება ადამიანი, რომელიც შინ სიმყუდროვეს შეუქმნის და სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებს.

ტყუპები

ტყუპებს ჭკვიანი ქალები უყვარს, რომლებსაც შეუძლია აზრების სწორად გადმოცემა და ნებისმიერ საუბარში აყოლა. მას სჭირდება ადამიანი, რომელთანაც არასოდეს მოიწყენს.

კირჩხიბი

ზოგს ძლიერი დედობრივი ინსტინქტი აქვს, თუნდაც შვილები არ ჰყავდეს. და კირჩხიბიც ისეთ ქალს ეძებს, რომელიც დიდ სიყვარულს აგრძნობინებს.

ლომი

ლომი ძლიერი და უშიშარი პიროვნებაა, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია. მას გვერდითისეთი ქალი სჭირდება, რომელიც მის ჩრდილქვეშ არ მოექცევა. ღირსების გრძნობა უნდა ჰქონდეს და არ უდნა იეჭვიანოს, როცა მისი მეორე ნახევარი სხვებს ეფანცქვალება.

ქალწული

ქალწული ვერ იტანს ტყუილს, ამიტომ სჭირდება პატიოსანი ქალი. მისი ცოლი დამოუკიდებელი და გულწრფელი უნდა იყოს, რომელიც უპატივცემლობას არ გამოხატავს.

სასწორი

სასწორი ჰარმონიისკენდ ა წონასწორობისკენ მიილტვის და პარტნიორის შერჩევისას, არ სურს რომ მასთან კონფრონტაციაში შევიდეს ან აგრესია გამოხატოს. მას მშვიდი და გაწონასწორებული ქალი სჭირდება.

მორიელი

მგზნებარე და სექსუალურ მორიელს თავის მაგვარი ქალი სჭირდება გვერდით, რომელსაც მისი სურვილების არ შეეშინდება. თუ ინტიმურ საკითხში მორცხვი არ ხართ, მორიელს თქვენთან ყოფნა მოუნდება მუდამ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მას მუდმივად სჭირდება ცვალებადობა. თუ დაანახებთ, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ხართ და მოვლენების სწრაფად ცვლილება არ გაშინებთ, მშვილდოსანი ამ ურთიერთობის მომავალს დაინახავს.

თხის რქა

თხის რქისთვის სამსახურს დიდი მნიშვნელობა აქვს, მას სურს გვერდით ჰყავდეს თავის მაგვარი ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს და არ ეზარება. დამოუკიდებლობა, კომპეტენტურობა და სანდოობა - აი რა იზიდავს თხის რქას ქალში.

მერწყული

მერწყული პატივს სცემს ადამიანებს, რომლებიც თავისებურად იქცევიან, არ ითვალისწინებენ ვინმეს აზრს ქმედებების დროს, თუნდაც ტანსაცმლის არჩევაში. რაც უფრო არატრადიციული ხართ, მით უფრო მიიზიდავთ მას.

თევზები

მოსიყვარულე და კეთილ თევზებს ასეთივე პარტნიორი სჭირდება. ძალიან კრეატიულია და შეიძლება თავისივე ოცნებებში დაიკარგოს, ამიტომ მისმა მეუღლემ უნდა დაულაგოს აზრები და დააბრუნოს რეალობაში.