თქვენი კომფორტის ზონა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენი კომფორტის ზონა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თითოეული ჩვენგანი დროდადრო საჭიროებს საკუთარი კომფორტის ზონაში განმარტოვებას, სადაც თავს საუკეთესოდ ვგრძნობთ. ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ ადგილი, არამედ, სულიერი მდგომარეობა, საყვარელი საქმე...

ვერძი

ვერძი პრობლემებისგან თავის დაღწევას ცდილობს სპორტის დაკავებით, მოგზაურობებით, გარემოს შეცვლით. დინამიკა - აი ხნსნა მისთვის. სიმშვიდე ვერძს კომფორტის ზონას ურღვევს.

კურო

კუროსთვის კომფორტის ზონას სახლი წარმოადგენს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რითი დაკავდება. შეუძლია წიგნი იკითხოს, ფილმს უყუროს, მუსიკას მოუსმინოს. ხანდახან პრიორიტეტები ეცვლება და თავს კარგად გრძნობს მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში.

ტყუპები

ტყუპებს მუდმივად სჭირდებათ სხვადასხვა გართობა, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რა ემოციებს იწვევს ესა თუ ის გართობა. სწორედ ესაა მათი კომფორტის ზონა და სხვა არაფერი.

კირჩხიბი

ყოველდღიური რუტინისგან ხსნას კირჩხიბი სადილამდე ძილში პოულობს. უყვარს ხარისხიანი დასვენება, განმარტოვება, სპორტით დაკავება. ხშირად სწორედ სპორტია მისთვის კომფორტის ზონა.

ლომი

ლომს ფულის ხარჯვა უყვარს. კარგად გრძნობს თავს მარტოც და საყვარელ ადამიანთანაც, უბრალოდ, ჯიბე გამოტენილი უნდა ჰქონდეს. უყვარს ახალი ნივთების შეძენა, მთავარია ამისთვის არავინ გააკრიტიკოს.

ქალწული

ქალწული სიმარტოვეში გრძნობს თავს კარგად. მისი კომფორტის ზონა ძალიან ვიწროა, ამიტომ არ უყვარს, როცა ზედმეტად აწუხებენ. ხანდახან მუსიკის თანხლებით სეირნობს, ხანდახან კი საყვარელი ჰობით კავდება, რა თქმა უნდა, მარტო.

სასწორი

სასწორს უყვარს ჰობით დაკავება. ის უშვებს სხვა ადამიანების მასთან ყოფნას, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება ამ საქმიანობისას. ის მუდამ რაღაცითაა დაკავებული.

მორიელი

მორიელიც არაა წინააღმდეგი, თავი დაანებონ, მაგრამ მხოლოდ 2 საათით და არა 2 კვირით. მუშაობა რომ არ სჭირდებოდეს, ყველაზე ძლიერი ინტროვერტი იქნებოდა. როდესაც საკუთარი კომფორტის ზონაში მიდის, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ იპოვით.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი კარგად გრძნობს თავს, როცა რაიმე საქმე აქვს, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ყველაფერი მის სასარგებლოდ და სწრაფად წყდება. ის ხშირად გრძნობს თავს კომფორტულად, რადგან საქმე არასოდეს ელევა და არსობრივად ექსტრავერტია.

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა სტატუსისთვის და სიმდიდრისთვის იბრძვის, მისი კომფორტის ზონა საქმეს არ ეხება. მას უყვარს რაიმე ახლის შესწავლა, ამიტომ შეგიძლიათ აღმოაინოთ იგი წიგნის კითხვისას ან საინტერესო გადაცემის ყურებისას.

მერწყული

მერწყულს შეუცნობელის შეცნობა უყვარს და ისეთი რამის კეთება, რაც დიდხანს დაამახსოვრდება და იტრაბახებს. მისი კომფორტის ზონა გახლავთ სპორტი, ლაშქრობა, მოგზაურობა.

თევზები

თევზები კარგად გრძნობს თავს მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში. მას ასევე შეუძლია განმარტოვდეს და დაკავდეს საყვარელი საქმით. მთავარია, არავინ არაფერი ჰკითხოს და არ მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს. მისი კომფორტის ზონაა სიმშვიდე, უმჯობესია სახლში.