მამაკაცებში კლიმაქსის პროფილაქტიკა და მკურნალობა ხალხური მედიცინის რეკომენდაციებით.
თუ მამაკაცი მისდევს ნორმალურ, ჯანსაღ ცხოვრების წესს, კლიმაქსი მას არ ემუქრება. ადამიანი, რომელიც არ სვამს, არ ეწევა, დაკავებულია სპორტით, იცავს კვების რეჟიმს, 80 წლის ასაკშიც კი ვერ შენიშნავს დაბერების ნიშნებს. მეცნიერთა კვლევებმა აჩვენეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მამაკაცებში სასქესო ჰორმონების რაოდენობა არ მცირდება, არამედ იზრდება. არანორმალური ცხოვრების წესის პირობებში კი ეს რაოდენობა მცირდება უკვე 40 - 50 წლის მამაკაცებში.
შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ეფექტური სამკურნალო საშუალება:
შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ეფექტური სამკურნალო საშუალება:
- 15 გრ კრაზანას დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. შეფუთეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- 1 ს/კ წიწმატურას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. თბილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ 3 - ჯერ დღეში.
- ეაკულაციის პროცესის მოშლილობისას და კლიმაქსის სხვა გამოვლინებების დროს ბულგარული ხალხური მედიცინა გირჩევთ - მოამზადოთ შემდეგი ნარევი:
აიღეთ იორდასალამის ფესვი - 1 წილი, გულყვითელას ყვავილი - 1 წილი. 1ს/კ ნარევს დაასხით 200 მლ. არაყი, გააჩერეთ 7 დღის განმავლობაში თბილ ადგილას. გაწურეთ. მიიღეთ 40 წვეთი, 3 - ჯერ დღეში.