თუ ხელ- ფეხი გამუდმებით გეყინებათ, მისგან თავს ხალხური საშუალებებით დააღწევთ!
ხელების მოყინვა სისხლის ცირკულაციის შეფერხებასა და წებოვნების მომატებაზე მიანიშნებს. ეს, ერთი მხრივ, სისხლძარღვთა სკლეროზი, მეორე მხრივ კი ნერვული სისტემის დაავადებაა. ხელ - ფეხი უმთავრესად დაბალი არტერიული წნევისა და ჰიპოტონიისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ეყინებათ. ამასთანავე, ჰიპოტონია ხშირად ჰიპერტონიაში გადაიზრდება ხოლმე. კიდურებში ( განსაკუთრებით ქვედა კიდურებში ) სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტროფიკულ ცვლილებებს აძლევს დასაბამს, ამიტომ თუ ხელ - ფეხი გამუდმებით გეყინებათ, მიზეზის დადგენასა და მკურნალობას ნუ დააგვიანებთ. უპირველეს ყოვლისა, ძირითად დაავადებას უნდა უმკურნალოთ. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომედაციებიც:
ხალხური მედიცინა გირჩევთ:
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას. ერიდეთ ყავას, კაკაოს, მინერალურ, ალკოჰოლურ და გაზიან სასმელებს.
- აუცილებლად დაანებეთ თავი მოწევას.
- მიირთვით მეტი კამა. კარგი იქნება, თუ კამის თესლს წინასწარ გაახმობთ, დაფხვნით და დღეში სამჯერ მიიღებთ თითო ჩაის კოვზს ( უნდა დააყოლოთ ოთახის ტემპერატურის წყალი ).
- ეცადეთ, სიცივეში დასაბანად და დასარეცხად გამოიყენოთ შედარებით ნაკლებაგრესიული საშუალებები, რომლებშიც ტუტე ნივთიერებათა შემცველობა მინიმალურია.
- ხელები, მით უფრო - ცირკულაციადარღვეული, ტემპერატურის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ წლის ცივ პერიოდში ცივი წყლით ( მით უფრო - ანტიბაქტერიული საპნით ) ხელების ბანა არასასურველია.
ხალხური მედიცინა გირჩევთ:
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ტყის მარწყვის ფოთოლი ან შავი ანწლის ნაყოფი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 20 - 30 წუთს გააჩერეთ. უნდა მიიღოთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- აიღეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და ენის ქვეშ სრულ გადნობამდე შეაკავეთ. ეს დღის განმავლობაში 5 - 6 - ჯერ მაინც გააკეთეთ. მკურნალობის კურსი 2 თვეს გრძელდება. 7 - 10 დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
- აიღეთ ეფედრას ტოტები, წამოადუღეთ, 1 საათს დააყენეთ და გადაწურეთ ( ნედლეულისა და წყლის პროპორცია შეგიძლიათ თვალის ზომით შეარჩიოთ, მკაცრი რეკომენდაცია არ არსებობს ). გაიკეთეთ ხელების აბაზანა. კონცენტრირებული ნაყენი შეგიძლიათ თბილი წყლით განაზაოთ, არაკონცენტრირებულში კი პირდაპირ ჩაყოთ ხელები და 15 - 20 წუთს გააჩეროთ. კარგი იქნება, თუ დილა - საღამოს ხელ - პირსაც ამ ნაყენით დაიბანთ.
- ჩაიტარეთ ცივი აბაზანის ორკვირიანი კურსი: აიკაპიწეთ სახელოები და ხელისგულების ინტენსიური სრესით ხელები ერთი წუთით ჩაუშვით ცივ წყალში ( ასეთივე პროცედურა უხდება ფეხებსაც ).
- მსხვილფესვა ნემსიწვერას 3 სადილის კოვზ ახალდაკრეფილ ფოთოლს დაასხით 100 მლ სპირტი და 3 დღე - ღამე გააჩერეთ სიბნელეში. დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ მიიღეთ 20 - 20 წვეთი.
- სვით დღეში 5 - 6 სადილის კოვზი ვირისტერფას ახალგამოწურული წვენი.