როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი ორცხობილით და კივით- ამ ნამცხვრის გემო გაგაოცებთ
კივი თავისი მომჟავო გემოთი იდეალურია გემრიელი დესერტებისთვის. ამ უგემრიელეს ღვეზელს შეგიძიათ დაამატოთ როგორც კივის ფაფა, ისე დაჭრილი სახით.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ორცხობილა- 300გ
- შაქარი- 70გ
- შედედებული რძე- 400გ
- ლიმონის წვენი- 100 მგ
- კივი- 4 ცალი
- შაქრის პუდრა- 30გ
- ნიგოზი- 0,5 ჭიქა
- კარაქი- 80გ
- 2 კვერცხი გული
- ლიმონის ცედრა- 1 ს.კ
- ნაღები- 200 მგ
- გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე
- ნიგოზი დააბლენდერეთ. აურიეთ კარაქი, ორცხობილა და შაქარი.
- მიღებული მასა მოათავსეთ სასურველ ფორმაში და ხელით კარგად ჩატკეპნეთ
- ქვაბში ერთმანეთში აურიეთ შედედებული რძე და კვერცხის გულები, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ მიქსერით სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- მიღებული მასა ზემოდან დაასხით ფორმაში და შედგით ღუმელში 15 წუთით. როდესაც გაცივდება, შედგით მაცივარში 1 საათის განმვლობაში.
- ნამცხვარი გააფორმეთ დაჭრილი კივით და ნიგვზით.