რეკომენდაციები ხალხური მედიცინის პრაქტიკიდან, ალერგიული გამონაყარის დროს!

რეკომენდაციები ხალხური მედიცინის პრაქტიკიდან, ალერგიული გამონაყარის დროს!
ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იზრდება ალერგენების რაოდენობაც, ხოლო ვინაიდან მათი გამორიცხვის ცდები ჩვენს ყოფაში შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს, უნდა სისტემატურად ვავარჯიშოთ ორგანიზმი გარე ზემოქმედებისგან გამძლეობისათვის. ამასთან, პირველხარისხოვანი როლი ენიჭება ცხოვრების ჯანსაღ წესს, სწორ კვებას, რეგულარულ სპორტულ ვარჯიშებს, ფიზიკურ მუშაობას სუფთა ჰაერზე. სასურველია ასევე, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, უფრო ხანგრძლივი ყოფნა ქალაქგარეთ, ზღვის პირას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

გთავაზობთ ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებს ხალხური მედიცინის პრაქტიკიდან, რომლებიც ორიენტირებულნი არ არიან აუცილებლად რომელიმე ცალკეულ ალერგენზე. მკურნალობისთვის საჭირო საშუალების არჩევა, როგორც წესი, ხდება ნაცადი გზით, ექიმის მეთვალყურეობითა და შესაბამისად მისივე რეკომენდაციებით.

  • ამბროზიისგან გამოწვეული ალერგიის სამკურნალოა შემდეგი რეცეპტი: მაისის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე სვით ნახევარ - ნახევარი ლიტრა თხის რძე ყოველდღიურად. შედეგს დადებითს მიიღებთ.

  • ალერგიას - მზისაგან მიყენებულს, შველის მუმიო ასეთი კონცენტრაციით: 1 ჭიქა წყალში მუმიოს 2 - 3 ტაბლეტი გააზავეთ, მხოლოდ შემადგენლობა უნდა იყოს ცხელი და არა მდუღარე. აბაზანაშივე წაისვით გამონაყარ ადგილებზე სველი მარლათი. კანის ქავილის მოხსნისა და შეშრობის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ ზეითუნის ზეთი ( კანის დასარბილებლად ).
    მუმიო თუ სახლში არ გაქვთ, ქავილის მოხსნაში საჭმლის სოდა დაგეხმარებათ - 1 ს/კ 0,5 ლ ასევე ცხელ წყალზე.
    მკურნალობისას გაითვალისწინეთ, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, უნდა გამოირიცხოს მარილიანი, მჟავე, ცხარე (იშვიათად დასაშვებია მცირეოდენი ). საჭმელები.

  • ალერგიისგან განიკურნებით კრაზანას ნაყენით. ნახევრამდე ამოავსეთ ლიტრიანი ქილა ამ მცენარის ნედლი მასალით და ბოლომდე დაამატეთ არაყი. გააჩერეთ 3 კვირა სიბნელეში, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. სვით თითო ჩ/კ დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. ნაყენის მთლიანად დალევის შემდეგ ალერგია გაგიქრებათ.

  • ალერგიული გამონაყარისა და ეგზემის სამკურნალოდ გთავაზობთ მალამოს რეცეპტს: 2 მუჭა გულყვითელას ნედლი ყვავილები ჩავყაროთ ნახევარ ჭიქა ანადუღარ მცენარეულის ზეთში, გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 1 წთ, დავუმატოთ 30 გრ ლანოლინი (შეიძინეთ აფთიაქში), აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან მეორე დღეს კვლავ გააცხელეთ და გაწურეთ. მომზადებული მალამო შეინახეთ მაცივარში.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური