არაჩვეულებრივი და უმარტივესი ხსნარი, ხელის მშრალი კანის მოსავლელად!

არაჩვეულებრივი და უმარტივესი ხსნარი, ხელის მშრალი კანის მოსავლელად!
ზამთარში კანი ხელის მტევნებზე განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს. ხელებზე კანი თხელია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აქ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი კანქვეშა შრე და მხოლოდ მცირე რაოდენობის ცხიმოვანი ჯირკლებია. ხელებზე ხშირად კანი არის მშრალი, ანუ გაუწყლოებული. 40-50 წლის შემდეგ კი, დამცავი კანქვეშა ცხიმის გამოყოფა კიდევ უფრო მცირდება, ქვეითდება კანის ელასტიურობა, ის კიდევ უფრო თხელი ხდება. სიცივეს, ქარსა და ყინვას შეუძლია გამოიწვიოს ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა – გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპება. ამიტომ საჭიროა კანის ინტენსიური კვება ვიტამინებით.

ხელის კანის მოსავლელი სითხე შეგვიძლიათ თავადაც დავამზადოთ. მაშ ასე:

დაგვჭირდება:
  • 1 ს/კ გლიცერინი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1/2 (ნახევარი ) ჩ/კ ბორაკის ფხვნილი

მომზადების და გამოყენების წესი:
ეს ინგრედიენტები კარგად ავურით ერთმანეთში და შევანჯღრიოთ. წავისვათ დაბაილ და მშრალ ხელზე.
სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება