ავოკადო კიტრის კრემითა და კრევეტებით
მომზადების დრო- 15 წუთი, პორციების რაოდენობა- 6-8
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- მოხარშული კრევეტები- 200გ
- კიტრი- 1 კგ
- პიტნა- საშუალო ზომის კონა
- ზეითუნის ზეთი- 1 ჭიქა
- ბალზამიკოს ძმარი- 1ს.კ
- ახალდაფქული წიწაკა
- მარილი
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
- მწიფე ავოკადო- 3 ცალი
- კიტრი გათალეთ, მოაშორეთ თესლი, დაჭერით და ჩაყარეთ ჯამში. დააყარეთ მარილი და დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში მაცივარში.
- ავოკადო გათალეთ და მოაშორეთ კურკები. რბილობი დაჭერით წვრილად.
- ლიმონის წვენი აურიეთ ძმარში და წიწაკაში. დაუმატეთ 2 ს.კ ზეითუნის ზეთი და კიტრისგან გამოსული წვენის ნახევარი. კარგად ათქვიფეთ.
- მიღებული მასის 1/3 აურიეთ კრევეტებთან ერთდ, დანარჩენი კი ავოკადოსთან.
- კიტრი დააწყვეთ საწურზე, შემდეგ კი გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ პიტნა და 15- 20 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი.
- ლანგარზე ცენტრში დადეთ ავოკადო, გვერდით კი დაუდეთ კიტრის კრემი. ზემოდან მოაწყვეთ კრევეტები და გემრიელად მიირთვით.