დადებითი ემოციების ენერგიის წყარო ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის

დადებითი ემოციების ენერგიის წყარო ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის
ენერგია და პოზიტიური ემოციები - ცხოვრებისეული ბედნიერების საწინდარია. მათი მიზიდვა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის თავისებური თვისებებით არის შესაძლებელი.

ვერძი

ყველაზე იმპულსურ და დინამიურ ნიშნას იდეების მუდმივი გენერირება ესაჭიროება. მისთვის მხოლოდ ახალი გასართობისა და საქმიანობის მოგონება არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად უნდა განახორციელოს. ოცნება, რომელიც აუსრულდათ, მათ მეორე სუნთქვას უხსნის და სამყაროსთან ჰარმონიის დამყარებაში ეხმარება.

კურო

შინაგანი რესურსების აღდგენა და გამრავლება კუროებს მუშაობის მეშვეობით შეუძლიათ, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, ყველაფერი, რაც მიწათმოქმედებასთანაა დაკავშირებული სიამოვნებას მიანიჭებს. ენერგიას კი გემრიელი კერძებიდან და ძვირად ღირებული ალკოჰოლიდან იღებენ.

ტყუპები

ტყუპებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მოგზაურობა. ითრგუნება, როდესაც ერთ ადგილას დიდ ხანს რჩება. მუდმივად ახალ ემოციებს, განცდებსა და შთაბეჭდილებებს საჭიროებს.

კირჩხიბი

კირჩხიბს ჰარმონიასა და ბედნიერებას ოჯახური სიმყუდროვე ანიჭებს. დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა სახლი ისე მოაწყოს, როგორც მას სურს. მთავარია, ამაში ხელი არავინ შეუშალოს.

ლომი

ლომები სასიცოცხლო ენერგიას ყურადღებიდან იღებენ ისე, რომ ამას ვერც კი ამჩნევენ. არაფერი აბედნიერებთ მათ ისე, როგორც საყოველთაო აღიარება და შექება. დადებით ემოციებს ფუფუნების საგნებიდან იღებენ, იახტებიდან, ლამაზი და ძვირფასი ნივთებიდან.

ქალწული

ქალწულები ძალიან ფრთხილები არიან და ენერგიასაც სწორად განაგებენ. შინაგან წონასწორობას დალაგებული რეჟიმის წყალობით აღწევენ. პოზიტიურ ენერგიას კი ბუნებისგან იღებენ: გასეირნებით, ზღვაზე მოგზაურობით ან ქალაქგარეთ პიკნიკების მოწყობით.

სასწორი

სასწორები მაქსიმალურად აღადგენენ ცხოვრებისეულ ენერგიას, როცა მათ ირგვლივ სილამაზეა: ლამაზი ბავშვი, შესანიშნავი პეიზაჟები, ცხოველები, ფილმები - მნიშვნელობა არ აქვს.

მორიელი


მორიელებს ენერგიის აღსადგენი არაორდინალური მეთოდები აქვთ. თითოეულ ადამიანთან ურთიერთობიდან იღებს ენერგიას, უბრალოდ იკვებება ამით. მათი ენერგოვამპირიზმი დიდ სიამოვნებასა და ჰარმონიას ანიჭებთ. განსაკუთრებით, თუ მოახერხეს ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ენერგიას პოულობენ ყველაფერში, რაც სულიერებას შეეხება. იქნება ეს რელიგია თუ მორალური ფასეულობები, სამხატვრო შემოქმედება თუ ტრადიციები. მოგზაურობა და უძველეს ძეგლებთან გაცნობა პოზიტიური ემოციებით აღავსებთ მათ.

თხის რქა

თხის რქები ენერგიას აქტიური დასვენებით აღიდგენ, განსაკუთრებით ბუნებაში. პოზიტივით კი ახლობლებთან, კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობით აღივსებიან. ჩვეულებრივ თემებზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მათ.

მერწყული


მერწყულები იოლად აღიდგენენ ენერგიას და ასე იოლადვე კარგავენ. მათი შინაგანი რესურსები მთლიანად ხასიათზეა დამოკიდებული. შეიძლება უმნიშვნელო რამემ გაანაწყენოთ, ეს კი მალევე ართმევს ძალებს. პოზიტიური ენერგიის მისაღებად, მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანებთან ურთიერთობა სჭირდებათ.



თევზები


თევზები ენერგიას მაშინ იღებენ, როცა სხვებს ეხმარებიან. რთულ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანის დახმარება მათ სასიცოცხლო აქტივობით აღავსებს. დადებითი ენერგიის მისაღებად კი ამთთვის შესანიშნავია ზღვა, ტბა ან მდინარე.