თითოეული სტიქიის ყველაზე დაუმარცხებელი ზოდიაქოს ნიშნები
FPAPARAZZI მოგითხრობთ ყველაზე დაუმარცხებელ ზოდიაქოს ნიშნებზე მორალისა და სულიერი სიმტკიცის მხრივ.
ცეცხლის სტიქია
მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის ნიშნებს შორის ყველაზე დაუმარცხებლად მშვილდოსანი მიიჩნევა. ამ ნიშნის წარმომადგენლები არასოდეს ნებდებიან და ენერგიული და ხალისიანები რჩებიან ნებისმიერ სიტუაციაში. იდეალურად აკონტროლებენ ემოციებსა და გრძნობებს, რაც ეხმარება მათ ცივსისხლიანობის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ პერიოდშიც კი.
ლომი
ლომებს საპატიო, მეორე ადგილი უკავიათ. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ მეფეებს არაფერი ადარდებთ საკუთარი თავის გარდა და მათი შეწუხება არაფერს შეუძლია. მაგრამ რაც უფრო მეტს ურთიერთობთ ლომთან, მიხვდებით, რომ ისინი ძალზედ დამოკიდებული არიან გარშემომყოფების აზრზე.
ვერძი
მიუხედავად ენერგიულობისა და შეუპოვრობისა,, ცეცხლის სტიქიიდან ვერძი ყველაზე სუსტ ნიშნად მიიჩნევა. მათთვის რთულია ემოციების გაკონტროლება და საკუთარი სულიერი ტანჯვების მონები ხდებიან.
ჰაერის სტიქია
მერწყული
საპატიო პირველ ადგილს მერწყული იკავებს. მიუხედავად მათი მეოცნებეობისა და იდეალებისადმი ღწვისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ჰაერის სტიქიის ყველაზე ძლიერ ნიშნად მიიჩნევა. მათ შეუძლიათ ათასი კატასტროფის გადატანა, რადგან იოლად ემშვიდობებიან წარსულს.
სასწორი
სასწორი მეორე ადგილზეა. მიუხედავად შინაგანი ძალისა და გაწონასწორებულობისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები სწრაფად იწვებიან, კარგავენ ენთუზიაზმს, რაც აიძჲლებს მათ, დიდი ხნით გადადონ დასახული მიზნების მიღწევა.
ტყუპები
ტყუპები ყველაზე სუსტი ნიშანია გაორებული ნატურის გამო. მათ არ შეუძლიათ ერთ რამეზე კონცენტრირება, და მუდმივად მხარდაჭერას საჭიროებენ. თუ მათ თავს სიძნელეები დაატყდებათ, მარტო ვერ გაუმკლავდებიან.
წყლის სტიქია
თევზები
თევზებს, რომელთაც ყველა უცნაურად და არაამქვეყნიურად მიიჩნევს, ასტროლოგები არამხოლოდ წყლის სტიქიის, არამედ მთლიანი ჰოროსკოპის პირველ ადგილზე აყენებენ სულის სიმტკიცითა და სიძლიერით. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამაშია მათი ძალა. თევზებს შეუძლიათ ითმინონ დიდი ხნის განმავლობაში, ელოდონ, იფანტაზიორონ და იოცნებონ, არ დანებდნენ სიტუაციას და სწორედ ეს ეხმარება მათ მიაღწიონ საწადელს.
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გვარიანად გიკბინონ, მაგრამ არც ისე მწარედ, როგორც თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ. რაც უფრო მეტ ემოციას ინახავს შინგინად, მით უფრო სუსტდება მორიელი.
კირჩხიბი
კირჩხიბი ყველაზე მგრძნობიარეა, ამიტომ მათ მუდმივად ესაჭიროებათ მხარდაჭერა და მორალური დახმარება. თუ სირთულეების ჟამს მათ გვერდით არავინ აღმოჩნდა, ის იოლად ვარდება დეპრესიაში.
მიწის სტიქია
თხის რქა
მორალური ძალებით მიწის სტიქიაში პირველ ადგილზე თხის რქაა. ეს ადამიანები ამბიციურები, პრინციპულები და შეუპოვრები არიან. მათ ზუსტად იციან, საით მიდიან და როგორ იმოქმედონ. თუნდაც მთელი სამყარო ინგრეოდეს, თხის რქა არ დანებდება და საწადელს მიაღწევს.
ქალწული
ერთი შეხედვით ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ქალწულებს მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგებათ. ხშირად, მათ არ ძალუძთ, აღიქვან სამყარო ისეთი, როგორიც არის, და მაშინ გადაწყვეტენ, უბრალოდ მიჰყვნენ დინებას.
კურო
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ კუროა მიწის სტიქიის წარმომადგენლებში ბოლო ადგილზე. ის ვერ იტანს ცვლილებებს, ე.ი. არ შეუძლიათ სიტუაციის შეგუება. თუ კუროს გეგმები ჩაიშლება, ის ვერაფერს მოიმოქმედებს და დანებდება.