5 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი

5 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ყოველი ნიშანი თავისებურად უნიკალურია. მაგრამ ლიდერის თვისებები გარკვეულ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ. და თითოეული მათგანი წარმატებასა და აღიარებას თავისებურად აღწევს.

ვერძი

ვერძი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებიდან ყველაზე ძლიერი ნიშანია. ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, ფიზიკურად ამტანი. ლიდერის თვისებებით იბადება, რაც ხელს უწყობს მომავალში ხელმძღვანელი პოზიცია დაიკავოს. ერთადერთი მინუსი - ეგოიზმია, მაგრამ სწორი აღზრდა ამის გამოსწორების საშუალებასაც იძლევა.

თხის რქა

თხის რქა მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ჯანმრთელობით სჯობნის. მას მტკიცე ცხოვრებისეული პოზიცია გააჩნია. ტემპერამენტი კი ეხმარება, არ ჩაიციკლოს უმნიშვნელო რამეებზე. თხის რქები ნაკლებად რისკავენ, მაგრამ ისეთი ადგილი უჭირავთ ცხოვრებაში, რომ მათი ჩაჩოჩება შეუძლებელია.

ტყუპები

ტყუპები მაღალადაპტირებადი ადამიანები არიან. ადვილად ითვისებენ ინფორმაციას, ყოველთვის ყველაფერი იციან, კომუნიკაბელურობის წყალობით იოლად ამყარებენ ახალ კონტაქტებს, აქვთ მაღალი ინტელექტი. მათი მინუსი ზედაპირულობაა, მაგრამ ამაზეც ასწრებენ დაფიქრებას.

მორიელი

მორიელი ყველაზე აქტიურია წყლის სტიქიის წარმომადგენლებიდან. ხშირად ვარდება უკიდურესობებში, უყვარს რისკი და სასურველის მჳღწევა, მეტოქებოა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ემოციურობამ შესაძლოა საკუთარ თავს ავნოს ძალიან, მაგრამ ამავდროულად იმავე იარაღით არაკეთილმოსურნეებს ამარცხებს. ძალიან კარგად გრძნობს, ვინ როგორ ექცევა და მზადაა საპასუხო დარტყმისთვის.

სასწორი


დიპლომატია - აი სასწორების უმთავრესი თვისება, რომელსაც ისინი სრულყოფილად ფლობენ. შესაძლოა, ამთ არ ჰქონდეთ შემტევი ძალა, როგორც სხვა ნიშნებს, მაგრამ სწორედ დიპლომატიასი მდგომარეობს მათი ნამდვილი ძალა.