როგორ უნდა გახდე ლამაზმანი 30 დღეში! ამ საოცარ საშუალებებს მართლაც ფანტასტიური შეგედი აქვთ!

როგორ უნდა გახდე ლამაზმანი 30 დღეში! ამ საოცარ საშუალებებს მართლაც ფანტასტიური შეგედი აქვთ!
სილამაზეს რომ დიდი ძალა აქვს, საიდუმლოს არ წარმოადგენს. ვის არ სურს, დაიჭიროს გარშემომყოფების აღტაცებული მზერა! რა თქმა უნდა, სილამაზის საწინდარი - ჯანსაღი სხეულია.

ეს რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ გარეგნობა მეთოდებით, რომლებიც უშუალოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე და მათი ეფექტი უკვე 30 დღეშია შესამჩნევი.

როგორ უნდა გახდე ლამაზმანი 30 დღეში

სელის თესლი

ჩართეთ სელის თესლი ყოველდღიურ რაციონში. უმჯობესია, დილით, უზმოზე. სასურველი ეფექტის მისაღებად 1 ს.კ. საკმარისია. დააყოლეთ თბილი წყალიდ ა კარგად დაღეჭეთ. სელის თელი წმინდავ ორგანიზმს, სასარგებლოა კანისთვის, თმისთვის და ფრჩხილებლისთვის, ასევე, წონაში დაკლების მსურველებისთვისაც.

მოხარშული ჭარხალი

მიიღეთ ყოველდღე ჭარხლის სალათები. გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატეთ შავი ქლიავი, თხილი, ნიორი, არაჟანი. ჭარხალი შესანიშნავად წმენდს სისხლს, ალაგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, სასარგებლოა კანისთვის.

გლიცერინი და Е ვიტამინი


ყოველ საღამოს, ძილის წინ წაისვით სახეზე გლიცერინისა და Е ვიტამინის ნიღაბი: 30 გრ გლიცერინს + 10 კაფსულა Е ვიტამინი. ეს საოცარი ნაზავი მოგაცილებთ პატარა ნაოჭებს და გაახალისებს კანს.

თხილი

მიირთვით თხილი ხემსის სახით. ნებისმიერი თხილი - დღეში 50 გრ, თმისა და ფრჩხილებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა და მთლიანი ორგანიზმის გასაჯანსაღებლადაც. ასევე თხილი ასტიმულირებს ტვინის მჲშაობას.

მშრალი მდოგვის ნიღაბი

მოამზადეთ მდოგვისა და ცენარეული ზეთის ნიღაბი. წაისვით თმაზე 20 წუთით, შემოიხვიეთ პოლიეთილენი და პირსახოცი. თმა მბზინვარებას შეიძენს, ასევე მდოგვი ასტიმულირებს თმის ზრდას.

ღამის წინდები

ღამით ჩაიცვიტ ნატურალური მასალის წინდები - შალის ან ბამბის. ჩაცმამდე ფეხებზე წაისვით კარაქისა და 2 წვეთი პიტნის ეთერზეთის ნარევი. ასეთი პროცედურის რეგულარულად ჩატარების შედეგად მიიღებთ უნაზეს ფეხის კანს.

ჯეჯილის ზეთი

ჯეჯილის ზეთი პირველი დამხმარეა გრძელი და სქელი წამწამებისთვის. კარგად გარეცხეთ ტუშის ტუბი, ჩაასხით ზეთი და წაისვით ფუნჯით. უკვე ერთ თვეში შენიშნავთ, როგორი სქელი და გრძელი გახდა წამწამები.

ზღვის მარილი

შესანიშნავი სკრაბია მთელი ტანისთვის ზღვის მარილისა და არაჟნის ნაზავი. კარგად წაისვით სხეულზე შხაპის მიღების შემდეგ და მერე დაიბანეთ. ასეთი სკრაბი დადებითად ზემოქმედებს კანზე, იგი ნაზი და გლუვი ხდება.

ამარანტის ზეთი


ამ საოცარი ზეთის ერთადერთი ნაკლი გახლავთ ფასი, მაგრამ ისიც სრულიად გამართლებულია. წაისვით ამარანტის ზეთი სახეზე, პრობლემურ ადგილებში - ნაოჭები, გამონაყარი, ლაქები, დამწვრობა. ზეთი სრულიად შეიწოვება და კანს არეგენერირებს.

მენთოლის ზეთი

მენთოლის ეთერზეთი - შესანიშნავი გამახალისებელია თმისთვის. 1 ლიტრ წყალში შეურიეთ 5 წვეთი ზეთი და გაივლეთ თმა, ტოველი დაბანის შემდეგ.

ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა ცხიმიანი თმისთვის და ქერტლის წინააღმდეგ. მატონიზირებელი თვისებების წყალობით მენთოლის ზეთი თავის ტკივილსაც აყუჩებს.