ეს ნიღაბი შესანიშნავად კურნავს, ატენიანებს და წმინდავს კანს ჭუჭყისგან!

ეს ნიღაბი შესანიშნავად კურნავს, ატენიანებს და წმინდავს კანს ჭუჭყისგან!
ალოე ხშირად გამოიყენება, როგორც სამკურნალო და დამატენიანებელი საშუალება. იდეალურია დაზიანებული კანისთვის. ნიღაბს რომელსაც FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ, ასევე ძალიან კარგი გამაგრილებელი საშუალებაა. ინგრედიენტები რომელიც ამ ნიღაბშია თავმოყრილი შესანიშნავად წმენდს კანს ჭუჭყისგან.

ინგრედიენტები:
  • 1 – 2 ს/კ ალოეს წვენი
  • 1 ს/კ გლიცერინი
  • 1 – 2 ს/კ კაოლინის თიხა
  • 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი

მომზადების წესი:
თასში მოათავსეთ ალოეს წვენი, გლიცერინი და კაოლინის თიხა. ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით კარგად ათქვიფეთ ინგრედიენტები ისე, რომ მათგან ერთგავროვანი მასა მიიღოთ. დაუმატეთ ეთერზეთი და კარგად მოურიეთ. პასტა საკმარისი სისქის უნდა იყოს საიმისოდ, რომ სახეზე თანაბრად წაისვათ ან ფუნჯით დაიდოთ. თუ მიღებული მასა საკმაოდ სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ალოეს წვენი, ხოლო თუ თხელი გამოვიდა - კაოლინის თიხა. წაისვით მომზადებისთანავე, რადგან სწრაფად ხმება.

გამოყენების წესი:
წაისვით ნიღაბი ახლად გაწმენდილ სახეზე თითის წვერებით ან სუფთა ფუნჯით. მოერიდეთ თვალის მიდამოებს. გააჩერეთ 5 წუთით, მაგრამ არ გაიშროთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და პირსახოცის დადებით ნაზად შეიშრეთ.