აიშვარია რაის სილამაზის საიდუმლო: შინ დამზადებული დამატენიანებელი

აიშვარია რაის სილამაზის საიდუმლო: შინ დამზადებული დამატენიანებელი
აიშვარია რაი დამსახურებულად ითვლება ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს, როგორ უვლის ის თავს.

აიშვარია ხშირად იყენებს შინ დამზადებულ, ნატურალურ საშუალებებს.

ეს გახლავთ მისი დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი:
  • მეოთხედი კიტრი
  • 2 სუფრის კოვზი იოგურტი

    მომზადება:


    წვრილად გახეხეთ კიტრი.
    შეურიეთ იოგურტი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა.
    წაისვით მასა სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
    ამ ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს. ასევე სასარგებლოა მგრძნობიარე კანისთვის.