კივის ნიღაბი ახალგაზრდულ იერს შეგინარჩუნებთ...
კივი რომ ძალიან სასარგებლოა, ალბათ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ის შესანიშნავი კოსმეტოლოგიც არის. მასში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის. კივის აქვს არა მარტო მატონიზებელი, არამედ სამკურნალო ეფექტიც. იგი წმენდს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს.
45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებებიც და შესაბამისი განათლებაც. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.
გამწმენდი ნიღაბი
გახეხეთ 1 ცალი კივი და უხვად წაისვით სახეზე. თუ ოდნავ მაინც იგრძენით წვა, ესე იგი, ორგანული მჟავები თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი.
მკვებავი ნიღაბი
აიღეთ თითო ცალი ბანანი და კივი, გახეხეთ, კარგად აურიეთ, დამარბილებელი ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატოთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.
დამუწუკებულ სახეს კიტრის ნაყენი მოგიშუშებთ
1 კიტრი კარგად გარეცხეთ, კანიანად დაჭერით წვრილად, 4 სუფრის კოვზს დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი, დადგით 4 საათის განმავლობაში და გადაწურეთ. ამ ნაყენის საფენები კანისთვის ძალიან სასარგებლოა.