ვაქარწყლებთ მითებს! სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების გარშემო შექმნილი სტერეოტიპები

ვაქარწყლებთ მითებს! სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების გარშემო შექმნილი სტერეოტიპები
თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი დამახასიათებელი აქვს, განსაკუთრებული ნიუანსები, სტერეოტიპები... დღეს ჩვენ გავაქარწყლებთ მათთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებს.

ვერძი

მითი: უყვარს კონფლიქტებში შებმა, თითქოს კამათისგან სიამოვნებას იღებს.
რეალობა: როგორც ვერძს მოექცევი, ისე მოგექცევა ისიც, ეს მისი ცხოვრებისეული პრინციპია.

კურო

მითი: კურო ზარმაცია, უყვარს მხართეძოზე წამოწოლა და უსაქმურობა. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე ამბიციური ნიშანია.
რეალობა: ზარმაცი კი არაა, უბრალოდ ბევრ რამეზე არ წვრილმანდება. სხვათა შორის, ღირს მისგან მაგალითის აღება.

ტყუპები


მითი: მზაკვარი და ბოროტია, ორპირი ადამიანის სახელი აქვს, მისი დაჯერება არ შეიძლება.
რეალობა: ორპირი არ არის, უბრალოდ მსუბუქია, იცის, რომ სამყარო შავ-თეთრი არაა და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ინტერპრეტირება.

კირჩხიბი

მითი: სუსტი და დაუცველია, მათ ემოციურობას სისუსტედ მიიჩნევენ.
რეალობა: სინამდვილეში, კირჩხიბი იოლად ეწყობა სხვადასხვა ვითარებას, თუ რამდენიმე ადამიანი უკაცრიელ კუნძულზე მოხვდება, კირჩხიბი პირველ რიგში გადარჩება.

ლომი

მითი: მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ლომის გარშემო ტრიალებს სამყარო ნარცისიზმის გამო.
რეალობა: სინამდვილეში, ლომი თავდაუჯერებელია და ადამიანებში აღტაცებას ეძებენ, ამგვარად იმაღლებენ თვითშეფასებას.

ქალწული

მითი: პირველ რიგში მარტოობას აფასებს, ოცნებობს, რომ ყველამ თავი დაანებოს.
რეალობა: სინამდვილეში, ქალწულს ძალიან უყვარს ადამიანები, უბრალოდ დრო სჭირდება მისაჩვევად.

სასწორი

მითი: მიიჩნევა, რომ სასწორის ნდობა არ შეიძლება, თითქოსდა სულ იტყუება.
რეალობა: სინამდვილეში, აქვთ ასეთი მიდრეკილება, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა უმჯობესია მოიტყუო, ვიდრე სიმართლე თქვა.

მორიელი

მითი: მორიელს ყველა სძულს, ცდილობს ადამიანებისგან შორს დაიჭიროს თავი.
რეალობა: მორიელი მართლაც ერიდება უცხო ადამიანებთან დაახლოვებას და ამის მიზეზი ღალატის შიშია.

მშვილდოსანი:


მითი: შორიდან ჩანს, თითქოს მშვილდოსანი მზადაა გაუჩერებლად იმოძრაოს და მისგან ნეგატიური ემოციები ძალიან შორსაა.
რეალობა: სინამდვილეში, მშვილდოსანს ოსტატურად ეხერხება თავისი რეალური გრძნობების დამალვა და თუ ცუდ ხასიათზეა, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს.

თხის რქა


მითი: მოსაწყენი ადამიანი, რომელსაც მხიარულება არ შეუძლია.
რეალობა: თხის რქა ცხოვრობს პრინციპით ”ჯერ იმუშავე, შემდეგ გაერთე”.

მერწყული

მითი: არ შეუძლია ღრმა გრძნობებისა და ემოციების განცდა, ზედაპირულია.
რეალობა: სინამდვილეში, მერწყულს სხვისი პრობლემები ადარდებს, და თუ ემოციებს არ გამოხატავს, არ ნიშნავს, რომ არ უთანაგრძნობს. ის უბრალოდ ფიქრობს, რითი დაეხმაროს.

თევზები

მითი: ამ სამყაროს არ ეკუთვნის, ნამდვილი უცხოპლანეტელი და გიჟია.
რეალობა: თევზები სულაც არაა გიჟი, უბრალოდ უყვარს ცაში ფრენა და ოცნებებში პოულობს შვებას.