ქალური ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალური ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რაში მდგომარეობს ქალური ძალა? გსურთ გაიგოთ? მაშინ გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

ვერძი
ვერძის ძალა მიზანდასახულობაშია. გოგონა-ვერძი ხედავს მიზანს, წინაღობებს კი ვერ ამჩნევს. მან შესანიშნავად იცის, რომ კდელის გვერდით ავლა შეიძლება, მაგრამ მიიჩნევს, რომ კომპრომისი და რეალობა სუსტი ადამიანებისთვისაა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რეალობა უთმობს მას, როგორც წესი.

კურო
კუროს ძალა ფანტაზიაშია. ყველას რატომღაც ჰგონია, რომ კურო აბსოლუტურად მიწიერი ქმნილებაა, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, გოგონა-კურო ძლიერი და ჭკვიანია, პატარა პრობლემებს იოლად უმკლავდება. სერიოზულ პრობლემებს კი მდიდარი შინაგანი სამყაროს წყალობით გაურბის. სწორედ მისგან იღებს შთაგონებასა და ენერგიას, მაგრამ ამ მომენტში, უმჯობესია, ახლოსაც არ გაეკაროთ კუროს.

ტყუპები
ტყუპების ძალა კომუნიკაბელურობაშია. გოგონა-ტყუპები იოლად ამყარებს სოციალურ კავშირებს და მართავს ადამიანებს თოჯინებივით. მაგრამ უმთავრესი - მისი სიტყვაა. მას შეუძლია ნებისმიერი დაითანხმოს ყველაფერზე თავისი სიტყვის ძალით. გაითვალისწინეთ, ბეჭდურ სიტყვაზეც ვრცელდება ეს მაგია.

კირჩხიბი
კირჩხიბის ძალა ემპათიაშია. გოგონა-კირჩხიბი ამაოდ კი არ იმალება საკუთარ სამყაროში. თუ ის იქიდან თითს მაინც გამოჰყოფს, მოუწევს სხვისი აზრებით ფიქრი, სხვისი ემოციების განცდა და სხვისი პრობლემების გათავისება. ყოველდღიური ცხოვრებისთვის ეს გამოსადეგი არ არის, თუმცა, გლობალური კატაკლიზმების დროს უკეთესს ვერც ინატრებ. კირჩხიბის დამარცხება შეუძლებელია, რადგან თუ მას დასჭირდა, ის გახდება თქვენ. და საკუთარ ტავს ხომ არ შეერკინებით?

ლომი
ლომის ძალა უშიშარობაშია. მათთვის შიშის გრძნობა უცნობია, სწორედ ამიტო, ყველგან და ყველაფერში პირველია: პირველი ლამაზმანი (არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გამოიყურება), ყველაზე ჭკვიანი (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი უჭკვიანესია ირგვლივ), და საერთოდაც, სამყაროს დედოფალი. საქმე იმაშია, რომ სანამ სხვას ეშინია საკუთარი თავის გამოვლენა, ლომი უბრალოდ დგება და მიდის ტახტისკენ, წამოჯდება როგორც არაფერი.

ქალწული

ქალწულის ძალა ლოგიკასა და ინტელექტშია. მისი ჭკუა - სამურაის ხმალია, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია გააპოს აბრეშუმი და მარმარილო. ქალწული ატომებად დაშლის ნებისმიერ სიტუაციას და პრობლემას, ყურადღებით შეისწავლის და ისევ ააწყობს - ახლა უკვე იცის, როგორ მოიქცეს. შეცდომებს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

სასწორი
სასწორის ძალა სიმსუბუქესა და მომხიბვლელობაშია. თუნდაც მრისხანე ბუღალტერი ან ადვოკატი იყოს, ის მაინც პატარა საყვარელ გოგონად რჩება. მის გვერდით ყველა მამაკაცი გმირად გრძნობს თავს და მისი წყენინების სურვილი არავის უჩნდება.

მორიელი

მორიელის ძალა ბუნებრივ მაგნეტიზმშია. ის არავითარ ძალისხმევას არ იყენებს ვინმეს მისაზიდად, ეს თავისთავად ხდება. საბედნიეროდ, მორიელს მხოლოდ რჩეულები აინტერესებს, დანარჩენებს ზედაც არ შეხედავს და ისინი თავისთავად ქრებიან და ფიქრობენ” ნეტავი რა იყო ეს? რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო, მადლობა თქვით, რომ მის მარწუხებში არ მოექეცით. იმიტომ რომ, თუ ერთხელ მოხვდით მის მახეში, თავს ვერასოდეს დაიძვრენთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანის ძალა ამტანობასა და ოპტიმიზმშია. შეიძლება მთელი სამყარო დაინგრას, გოგონა მშვილდოსანი კი მშვიდად იქნება, თითქოს არაფერი მომხდარა. 9 სიცოცხლე აქვს და მის ძალას თამამად შეგიძლია ამოეფარო, როგორც ციხესიმაგრეს.

თხის რქა
თხის რქის ძალა შრომისუნარიანობაშია. შეიძლება ცხენმა ბევრი მუშაობისგან ფეხები გაფშიკოს, გოგონა-თხის რქა კი შრომას განაგრძობს, თითქოს არაფერი. ზოგიერთი ცდილობს შეიცოდოს ის, არადა მთავარს ვერ ხვდება: თხის რქა მუდმივი ძრავაა, ენერგიას სწორედ მოქმედებაში გამოიმუშავებს.

მერწყული
მერწყულის ძალა არასტანდარტულ აზროვნებაშია. ის შეიძლება ცოტათი უცნაურად მოგეჩვენოთ, ზოგს საერთოდაც ჰგონია, რომ ნორმალური ცხოვრებისთვის არაა შექმნილი, იმიტომ რომ მუდამ ცაში დაფრინავს. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა სხვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი მორჩა, ყველანი მოვკვდებით! - სწორედ მერწყული იპოვის გამოსავალს და მიუთითებს ყველას სწორ გზას.

თევზები
თევზების ძალა წარმოუდგენელ ინტუიციაშია. ის გრძნობს სამყაროს, როგორც წყალს. ტემპერატურის ოდნავი ცვალებადობაც კი არ გამოეპარება მას და ისეთ რამეებს ამჩბევს, რასაც სხვა არასოდეს მიაქცევს ყურადღებას. თუმცა, ზედმეტი ხალხი მას ძაბავს, აი ახლობლებს კი საშიშოროებას იქამდე არიდებს, სანამ ეს საშიშროება დადგება.