ყველაზე მზაკვარი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე მზაკვარი ზოდიაქოს ნიშნები
თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი დამახასიათებელი თვისება აქვს. უკვე რამდენი წელია, ასტროლოგები ცდილობენ იპოვონ პასუხი კითხვაზე, რომელია ყველაზე მზაკვარი ზოდიაქოს ნიშანი. ყველაზე ხშირად ამ კვლევებში რამდენიმე ნიშანი ფიგურირებს - ტყუპები, მორიელი, თხის რქა და მერწყული.

ტყუპები და მორიელი

ზოგიერთი ასტროლოგი პირველობას ტყუპებს ანიჭებს. მათი ორმხრივი ბუნება, ეშმაკობა, უკომპრომისობა და შეცდომების არ აღიარება - რეიტინგების უდავო ლიდერებათ აქცევს ტყუპებს.
იმავეს თქმა შეიძლება მორიელებზეც, რომლებიც ასოცირდებიან მზაკვრობასთან, უშიშრობასთან, უპრინციპობასთან და უმოწყალობასთან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შეუძლებელია, მორიელის მიმართ გულგრილი დარჩე, ისინი ან ძალიან უყვართ, ან ძლიერ ვერ იტანენ.

თხის რქა

ყველაზე მზაკვარ ზოდიაქოს ნიშნებს შორის თხის რქებიც აღმოჩენილან. მათი ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ არავითარი წინაღობა არ აიძულებთ, უღალატონ მეგობრობას და გადაუარონ სხვებს. მაგრამ თუ მათ წონასწორობიდან გამოიყვანთ, გამოავლენს მზაკვრობას მთელი ძალებით და უპასუხებს მაწყენარს ისე, რომ არასოდეს დაავიწყდება.

მერწყული

ტყუპებისა და მორიელების მზაკვრობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების მიუხედავად, რამდენიმე წლის წინ ბრიტანელმა ასტროლოგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც რეიტინგის სათავეში მნერწყულები აღმოჩნდენ. ამის მიზეზი კი მერწყულის მოთმენის უნარის არქონაა, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი ზარალდება. მერწყული ხშირად სიცოცხლეს უმწარებს ახლობლებსა და ნაცნობებს შეუმჩნევლად. როგორც წესი, მისი დადანაშაულება აზრად არავის მოსდის თავში.