ვაქარწყლებთ მითებს! ზოდიაქოს ნიშნების მიმართებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები

ვაქარწყლებთ მითებს! ზოდიაქოს ნიშნების მიმართებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები
თითოეულ ნიშანს თავისი განმასხვავებელი თავისებურება, ნიუანსი და... სტერეოტიპი გააჩნია. დღეს ჩვენ გავაქარწყლებთ ძირითად მითებს, რომლებიც ამა თუ იმ ნიშანს უკავშირდება.

ვერძი

მითი: იღებს სიამოვნებას კონფლიქტებისგან

რეალობა: თუ მისდამი პატივისცემას გამოხატავთ, თქვენდამი დამოკიდებულებას შეიცვლის.

კურო

მითი: ძალიან ზარმაცია, მისთვის საუკეთესო მდგომარეობა სავარძელზე წამოწოლა და ტელევიზორის ყურებაა.

რეალობა: კურო ზარმაცი არაა, უბრალოდ არ წვრილმანდება და იცის, როდის მოდუნდეს.

ტყუპები

მითი: ბოროტი და მზაკვარია, ორპირი ადამიანის რეპუტაცია აქვს.

რეალობა: ტყუპები მზაკვარი კი არა, მსუბუქია და ადვილად ეგუება ცვლილებებს.

კირჩხიბი

მითი: კირჩხიბი სუსტი და დაუცველია, მის მგრძნობიარობასა და ემოციურობას სისუსტედ აღიქვამენ.

რეალობა: სინამდვილეში, ძალიან იოლად ეწყობა სიტუაციებს და სხვების მოტივატორიც ხდება.

ლომი

მითი: მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და გონია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს.

რეალობა: სინამდვილეში, სხვების შექებითა და აღტაცებით თვითშეფასებას იმაღლებენ და თავდაუჯერებლობას ნიღბავენ.

ქალწული

მითი: მათთვის უდიდეს ფასეულობას სიმარტოვე წარმოადგენს, წვეულებები და ხალხმრავლობა უბრალოდ ტანჯვაა.

რეალობა: სინამდვილეში, ქალწულებს ადამიანები ძალიან უყვართ, და როცა მონათესავე სულს პოულობენ, სამუდამოდ მასთან რჩებიან.

სასწორი

მითი: ბევრი ფიქრობს, რომ სასწორის ნდობა არ შეიძლება, ის მუდამ ტყუის.

რეალობა: ტყუილი მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში ახასიათებთ, როცა უმჯობესია მწარე სიმართლე დამალო.

მორიელი

მითი: მორიელი ვერავის ვერ იტანს და ადამიანებისგან შორს ამჯობინებს თავის დაჭერას.

რეალობა: მართლაც ამჯობინებს უცხო ადამიანებისგან თავის შორს დაჭერას, მხოლოდ იმიტომ, რომ ღალატის ეშინია.

მშვილდოსანი

მითი: ბევრი მიიჩნევს, რომ მას 24 საათი შეუძლია იმხიარულოს და დრო გაატაროს.

რეალობა: სინამდვილეში, მშვილდოსანს შეუძია გრძნობების შესანიშნავად შენიღბვა და გართობის გზით ცდილობს ნეგატივისგან გათავისუფლდეს.

თხის რქა

მითი: მოსაწყენი ადამიანი, რომელსაც მხიარულება არ შეუძლია.

რეალობა: თხის რქა ცხოვრობს პრინციპით, ჯერ კარგად იმუშავე, რომ შემდეგ დასვენება დაიმსახურო.

მერწყული

მითი: არ შეუძლია ღრმა გრძნობებისა და ემოციების განცდა.

რეალობა: თუ ის ემოციებს არ გამოხატავს, იმას არ ნიშნავს, რომ არ თანაგიგრძნობთ.

თევზები

მითი: ზოგს ეჩვენება, რომ თევზები ამ სამყაროს არ ეკუთვნის, უცხო პლანეტელია.

რეალობა: ისინი გიჟები არ არიან, უბრალოდ, უყვართ ცხაში ფრენა და ოცნება.