თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სხეულის გაწმენდის და წონის დაკლების ჩინებული საშუალება!
კომბოსტოს წვენის მიღებისას საოცრად სწრაფად რჩება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ( ამ შემთხვევაში ერთადერთი ხინჯი აირების ხშირი დაგროვებაა ). ასევე წარმატებით შეიძლება გაცილებით უფრო გემრიელ სტაფილოს წვენის გამოყენება.
- კომბოსტოს წვენი სხეულის გაწმენდისა და წონის დაკლების ჩინებული საშუალებაა. ნაწლავებში აირის წარმოქმნა იმით აიხსნება, რომ კომბოსტოს წვენი ნაწლავებში დაგროვილ ლპობის პრდუქტებს შლის ქიმიური რეაქციით. ოყნა დაგვეხმარება როგორც აირის, ისე აირის გამომწვევი ლპობის პროდუქტების მოშორებაში.
- კომბოსტოს ყველაზე ძვირფასი თვისებაა გოგირდისა და ქლორის უხვი შემცველობა და იოდის შედარებით მაღალი პროცენტი. გოგირდისა და ქლორის შეხამება წმენდს კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომბოსტოს წვენი უმი სახით და მარილის დაუმატებლად მიიღება.
- კომბოსტოს წვენის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობის გაზი წარმოიქმნება ან შეიმჩნევა სხვა არასასიამოვნო შეგრძნება, ეს შეიძლება ნაწლავების არანორმალური, ტოქსიკური მდგომარეობის შედეგი იყოს. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ ამ წვენის დიდი ოდენობით მიღების წინ გაიწმინდოს ნაწლავები. ყოველდღე დალიეთ სტაფილოს წვენი ან სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი ორი ან სამი კვირის განმავლობაში და ყოველდღიურად გაიკეთეთ ოყნა. შემჩნეულია, რომ როცა ნაწლავებს შეუძლიათ კომბოსტოს წვენის შეთვისება, ის მოქმედებს როგორც იდეალური მწმენდავი საშუალება, განსაკუთრებით მეტისმეტი სიმსუქნის დროს.
- სტაფილოსა და კომბოსტოს წვენების ნაზავი ქმნის " C '' ვიტამინს, როგორც გაწმენდის საშუალებას, განსაკუთრებით ღძილების პიორეის ( ჩირქდენის ) გამომწვევი ინფექციის დროს. მაგრამ როცა კომბოსტო იხარშება, ენზიმების, ვიტამინების, მინერალებისა და მარილების მოქმედება ისპობა. 50 კგ ნახარშ ან კონცენტრირებულ კომბოსტოს არ ძალუძს იმდენი რაოდენობის ორგანული საკვების მოცემა, რამდენის შეთვისებაც შეუძლია ორგანიზმს 300 გრ კომბოსტოს უმი წვენიდან, თუ ის სწორადაა შემზადებული.
- კომბოსტოს წვენი ძალზე ეფექტურად გამოიყენება სიმსივნეთა და კუჭში შეკრულობათა შემთხვევაში. ვინაიდან კუჭში შეკრულობა ძირითადი მიზეზია ტანზე გამოყრისა, ამ წვენის ხმარებით გამონაყარიც ქრება.
კომბოსტოსა და მისი წვენისათვის მარილის დამატება არა მარტო სპობს კომბოსტოს წვენის ღირებულებას არამედ მავნეცაა.
დაარექდაქტირა: MarriLoo-მა