კომშის უგემრიელესი მურაბის გამოცდილი რეცეპტი
მომზადების დრო- 1,30 წთ, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 800 გ შაქარი
- 2 კგ კომში
- 1 ფორთოხლისა და 1 გრეიპფრუტის ცედრა
- 3-4 ტოტი როზმარინი
- კომში გათალეთ, მოაშორეთ კურკები და კუბიკებად დაჭერით. კურკები ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში და შეინახეთ.
- კომში ჩააწყვეთ ქვაბში და დაამატეთ 1 ლიტრი წყალი. მასშივე მოათავსეთ კურკებიანი ტომარა.
- ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ კომში არ დარბილდება. შემდეგ კი კურკებიანი ტომარა ამოიღეთ.
- კომშს დაუმატეთ შაქარი, მოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე 40-50 წუთით. პერიოდულად მოხადეთ ქაფი.
- ბოლოს დაუმატეთ გრეიპფრუტისა და ფორთოხლის ცედრა. ოდნავ შეაგილეთ და ჩაასხით სტერილურ ქილებში.
- შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.