ფორთოხლის ჯემი

ფორთოხლის ჯემი
fpaparazzi უგემრიელესი და საოცრად არომატული ფორთოხლის ჯემის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ფორთოხალი 5
  • ლიმონი 2
  • შაქარი 600-700 გ


მომზადების წესი:
  1. ფორთოხალი და ლიმონი კარგად გარეცხეთ, შემდეგ დაასხით მდუღარე და დატოვეთ 5-10 წუთი.
  2. სამ ფორთოხალს და ორივე ლიმონს აახეხეთ ცედრა სახეხით, ან ბასრი დანით ააჭერით, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
  3. ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით პატარა ნაჭრებად, თან მაქსიმალურად მოაშორეთ თეთრი გარსი.
  4. გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ წვენი, რომელიც დაჭრისას გამოუვიდა, შაქარი, ცედრა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი.
  5. თუ ლიმონს და ფორთოხალს კურკები აქვს, მარლაში გამოკარით და ხარშვისას ჩააყოლეთ: ის პექტინს შეიცავს და ჯემის გასქელებას უწყობს ხელს.
  6. ჩაახით ცხელი ჯემი ქილებში და დაახურეთ თავსახური.


გემრიელად მიირთვით