ძვირადღირებული პრეპარატების ხალხური ალტერნატივა ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ

ძვირადღირებული პრეპარატების ხალხური ალტერნატივა ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ
რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა ფრჩხილის სოკო. ფრხილებმა დაკარგა ფორმა და ირიბად მეზრდებოდა, გამიმაგრდა, გამიუხეშდა და მათი მოჭრაც კი შეუძლებელი გახდა. კანის ექიმმა მითხრა, სოკო გაქვთო და დამინიშნა ძვირად ღირებული წამლები, რომლის ყიდვა ჩემთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ დავიწყე ხალხურ მედიცინაში სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ძებნა. მივაგენი კიდეც და არაჩვეულებრივი შედეგიც მომცა.
მკურნალობისთვის გამოვიყენე შაბიამინი და ხახვი. თავდაპირველად, ათი დღის განმავლობაში, ძილის წინ ფრჩხილებზე ვიზელდი შაბიამინის ხსნარს ( შაბი მუქი ცისფერი უნდა იყოს ). შემდეგი 10 დღის განმავლობაში ძილის წინ ფრჩხილებზე ვიდებდი გახეხილი ხახვუს ფაფას და ვიჩერებდი 12 საათის განმავლობაში. ოცდღიანი კურსის შემდეგ ფრჩხილები დამირბილდა, ფორმაც აღიდგინა. ახლა მათ იოლად ვიჭრი მაკრატლით.
ვიცი ფრჩხილის სოკო ბევრ ადამიანს აწუხებს და ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი შედეგი. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ.


ექიმის კომენტარი:

აღნიშნული რეცეპტის ეფექტიანობა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მისი კომპონენტების ანტისეპტიკურ, ანტიანთებით და ქსოვილთა რეგენერაციულ თვისებებზე. თუმცა გირჩევთ, მისი გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ეცადეთ, ხსნარი ფრჩხილის ირგვლივ კანზე არ მოიხვედროთ, რადგან რეგულარულმა გამაღიზიანებელმა მოქმედებამ შეიძლება მისი ანთება გამოიწვიოს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი