იაპონური სალათა „წითელი კუნძული“

იაპონური სალათა „წითელი კუნძული“
fpaparazzi ულამაზესი და უგემრიელესი სალათის რეცეპტს წარმოგიდგენთ.

მომზადების დრო: 30 წთ
მომზადების სირთულე: მარტივი

საჭირო მასალა:

  • პომიდორი ჩერი
  • მაყვალი
  • რვაფეხა
  • სალათის ფურცლები
  • ვასაბის ფხვნილი
  • კრევეტები
  • რუკოლას ფოთლები
  • მარწყვის სოუსი
  • მარწყვი
  • ზეთი
  • ლიმონის წვენი


მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ სალათის მიქსი სალათის ფოთლებისა და რუკოლასგან, პომიდორი, ჩერის, დაჭრილი მარწყვის, თხლად დაჭრილი რვაფეხას და მოხარშული კრევეტებისგან. დაუმატეთ ცოტაოდენი ვასაბი.
  2. ცალკე მოამზადეთ წითელი სოუსი: დააბლენდერეთ მაყვალი, მარწყვის სოუსი, ლიმონის წვენი და ზეთი.
  3. გადაიტანეთ მიქსი თეფშზე, ირგვლივ მოასხით წითელი სოუსი.

გემრიელად მიირთვით!