ამ საშუალებების წყალობით თავს იმაზე უკეთესადაც კი ვგრძნობ, ვიდრე ინსულტამდე ვიყავი!
ინსულტს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს. მე ეს დაავადება მაღალი წნევის გამო დამემართა და თან სრულიად მოულოდნელად - ჯერ სახე დამიბუჟდა, მერე ხელ - ფეხი, ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი, თავბრუ დამესხა და მეტყველების უნარი დავკარგე. ინვალიდად დარჩენას ვერაფრით შევეგუებოდი, ამიტომ დავიწყე ბრძოლა გამოსაჯანმრთელებლად. რათა თქმა უნდა, ექიმების მიერ გამოწერილ წამლებს ვიღებდი და მათ რეკომენდაციებს ვასრულებდი, მაგრამ თავადაც ვეძებდი სამკურნალო საშუალებებს ხალხურ მედიცინაში. შედეგი კი მართლაც გასაოცარი იყო, რადგან სწრაფი ტემპით აღმიდგა ყველა დარღვეული ფუქნცია და დღეს თავს იმაზე უკეთესადაც კი ვგრძნობ, ვიდრე ინსულტამდე ვიყავი.
აი, რამდენიმე რეცეპტი:
ექიმის კომენტარი:
ინსულტი მართლაც საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა . მის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე საშიშია ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დისტონია ( თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის დარღვევა ), სიგარეტი ( იგი აორმაგებს ინსულტის განვითარების რისკს ). ჭარბი წონა, გულის დაავადებები ( უპირველეს ყოვლისა, მოციმციმე არითმია ), სისხლის დაავადებები.
ინსულტის შედეგი ტვინის ქსოვილთა ნეკროზია, რომელიც სისხლძარღვთა დაზიანების მიმდინარე არეში ვითარდება. მას დაზიანების კერის დანაწიბურება და შემკვრივება მოსდევს თან. კლინიკურად კი ეს კიდურების კუნთების პარეზით, წონასწორობის დარღვევით, მეხსიერების გაუარესებით, ძილის დარღვევით ვლინდება. ინსულტი იმითაცაა საშიში, რომ ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ვითარდება და მძიმე შედეგებით მთავრდება.
მუმიო, რომელსაც მთის ბალზამს უწოდებენ, რთული ქიმიური შემადგენლობის წარმონაქმნია, მოიპოვება მსოფლიოს ზოგიერთ მთიან რაიონში, კლდის ნაპრალებში. მუმიო ორგანული და არაორგანული ნაერთების ნარევია, მოშავო - მოყავისფრო. მუმიოს მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტი დღესაც მეცნიერთა კვლევის საგანია. ხალხურ მედიცინაში იგი აღიარებულია ( შხამების გამწმენდი ), ანტიანთებითი, ბაქტერიოციდული თვისებებით, არის ნაღველმდენი, ააქტიურებს იმუნურ და სისხლმბად სისტემებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს და ა.შ . იყენებენ ალერგიის, ასთმის, კუჭ - ნაწლავის დაავადებათა, სანაღვლე გზებისა და ღვიძლის პათოლოგიების, გლაუკომის, ჰიპერტონიის, დიაბეტის, რევმატიზმის, რადიკულიტის, ცისტიტის, თირკმლის დაავადებების, პროსტატიტის, სიმსუქნის, ჰემოროის, თრომბოფლებიტის, თავის ტვინის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. უკუჩვენება არ გააჩნია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციების შეუსრულებლობა. ექიმის დანიშნულებასთან ერთად კი შეგიძლიათ მიიღოთ ეს უნიკალური საშუალებაც.
აი, რამდენიმე რეცეპტი:
- 10 გრ მუმიო გახსენით 1,5 ლ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურამდე შეგრილებულ წყალში, ჩაასხით ეს ხსნარი პლასტიკატის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. მუმიო ხელს უწყობს ტვინის დაზიანებული უბნის აღდგენას, ნაწიბურების გაწოვას. წამალი უნდა მიიღოთ 21 დღის განმავლობაში თითო ს/კ ორჯერ დღეში - დილით უზმოზე, ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე და საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე. 21 დღიანი კურსის შემდეგ შეისვენეთ 5 – 7 დღე და ისევ განაახლეთ წამლის მიღება 21 დღე. ასე უნდა სვათ მუმიო 6 თვე მაინც.
- მუმიოს გამწოვ ეფექტს აძლიერებს ალოეს წვენი. ასევე, სწრაფად გაიწოვს ტვინში ჩაქცევასა და ნაწიბურებს კალანჰოესა და მრავალძარღვას წვენები. კალანჰოეს წვენი უნდა მიიღოთ 1ჩ/კ დღეში ერთხელ, მრავალძარღვასი - 2 ჩ/კ დღეში ერთხელ.
- ძალიან კარგია დინდგელის ნაყენიც. მუმიოს 21- დღიან კურსებს შორის შესვენებისას, თითო კვირის განმავლობაში, სწორედ დინდგელის ნაყენს ვიღებდი.
- ინსულტის შემდგომ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზურგის, ხელებისა და ფეხების რეგულარულ მასაჟს. თითო10 - წუთიანი სეანსი დღეში რამდენჯერმე უნდა გაკეთდეს.