როგორ ამოვიცნოთ ინსულტი იქამდე, სანამ გვიანი არ არის... ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი იქამდე, სანამ გვიანი არ არის... ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ინსულტი - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევაა. ამ დროს ტვინში სკდება სისხლძარღვი ან სისხლის მიმოქცევას ბლოკავს თრომბი. როდესაც წყდება სისხლის მიწოდება, შესაბამისად წყდება ჟანგბადის მიღებაც. ამ დროს ტვინის უჯრედები კვდება, რაც იწვევს პარალიჩს, მეტყველების დაქვეითებას ...


ბევრს ჰგონია, რომ ინსულტი სერიოზულ ტკივილთანაა დაკავშირებული. ეს მცდარი აზრია, რადგანაც ის აბსოლიტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ამიტომაცაა მისი ნიშნების ცოდნა მიზანშეწონილი.

ინსულტმა უცებ იცის თავის წარმოჩენა. სიმპტომები კი მსუბუქადაა გამოხატული და მათი შემჩნევა საკმაოდ რთულია.

დაზარალებული ვეღარ იღიმის.

ამ დროს მოულოდნელად სახის კუნთები დუნდება, განსაკუთრებით ცალ მხარეს. თუ თქვენ ადამიანს გაღიმებას სთხოვთ, ის ამას ვერ შესძლებს. ინსუტამდე გარკვეული პერიოდიდ ადრე პირის ცალი კუთხე დაბლა ეშვება და ხდება ასიმეტრიული. ჭირს ყლაპვაც.

ფხიზელი ადამიანი მეტყველებას იწყებს, როგორც მთვრალი:

მეტყველების დაქვეითება. ამ დროს ადამიანის მეტყველება გავს ბოდვას. უჭირს სიტყვების თავმოყრა და ადეკვატურად აზრის გამოთქმა.

ვერ კრავს მუშტს

ინსულტისას ადამიანი მუშტს ვერ კრავს. მას ხელებში ძალის შეგრძნება აქვს დაკარგული, უჭირს მისი ზემოთ აწევა და ხელში რამის ჭერა. ამ სიმპტომს დიდად ვერ დაეყრდნობით, მაგრამ ნურც უგულვებელჰყოფთ.

თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა



ადამიანს ასეთ დროს ერღვევა წონასწორობა. უჭირს სიარული და დგომაც კი. ეს სიმპტომი მკაფიოდ შეიძლება არ იყოს გამოხატული და ის ამ დროს უბრალოდ თავბრუსხვევას გრძნობდეს.

თავის ეს ესაა აფეთქდება

თითქოს გაუყუჩებელი თავის ტკივილი - ეს ნორმალური არ არის. ინსულტისას ტკივილი ძალიან ძლიერია და ვერცერთ სხვა ტკივილს ვერ შეედრება. ეს სიმპტომი შეიძლება ტვინში სისხლის ჩაქცევაზე მიუთითებდეს და ცუდად დამთავრდეს, ამიტომ ყოველთვის მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

მხედველობის დაქვეითება



ინსულტს თვალებში დაბნელება ახასიათებს. 25%-ზე მეტს, ვისაც ინსულტი გადაუტანია, ეს სიმპტომი ჰქონდა. ბევრს თვალებში გაორება აღენიშნებოდა.

გახსოვდეთ, რომ ინსულტის დროს საქმე მხოლოდ წუთებს ეხება! ამ დროს სისწრაფეა საჭირო. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ სასწრაფო ზომების მიღების საშუალებითაა შესაძლებელი.