ამ საშუალების წყალობით საბოლოოდ დავაღწიე თავი ვირუსულ ინფექციებს და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გავიუმჯობესე.

ამ საშუალების წყალობით საბოლოოდ დავაღწიე თავი ვირუსულ ინფექციებს და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გავიუმჯობესე.
ყოველთვის მეშინოდა ვირუსის. უბრალო გაციებაც კი ისე მირთულდებოდა ხოლმე, რომ რამდენიმე დღე ლოგინად მაგდებდა. ნაცნობმა ისეთი რამ მასწავლა, არა მარტო საბოლოოდ დავაღწიე თავი ვირუსულ ინფექციებს, არამედ საგრძნობლად გავიუმჯობესე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

მკურნალობის წესი ასეთი:
დილით, უზმოზე ერთი სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი უნდა ჩაიგუბოთ პირში და წოვოთ 15 - 20 წუთის განმავლობაში. ჩაყლაპვა არ შეიძლება. ზეთი ფერს შეიცვლის და თეთრ - რძისფერი გახდება. გემოც მოტკბო ექნება. ამის შემდეგ უნდა გადაღვაროთ. თუ ამ მანიპულაციას ისეთ დროს გააკეთებთ, როცა გრძნობთ ვირუსული ინფექციის საწყის ნიშნებ, დაავადება უკუიქცევა და აღარ გაგირთულდებათ. ხოლო თუ ნებისყოფა გეყოფათ და ყოველდღიურად, რეგულარულად შეასრულებთ მოცემულ პროცედურას, გარწმუნებთ, რა დაავადებაც უნდა გაწუხებდეთ, თავს უკეთ იგრძნობთ.

ექიმის კომენტარი:
აღნიშნული რეცეპტი მრავალგზის გვხვდება აღმოსავლურ ხალხურ მედიცინაში. ამჟამად იგი ჩვენშიც საკმაოდ გავრცელებულია, რადგან მართლაც ეფექტურ შედეგს იძლევა. მისი ეფექტი წოვის რეფლექსთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ წოვა ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას, ჰორმონულ სისტემას, ხელს უწყობს შხამების გამოყოფას ორგანიზმიდან და საერთო გაჯანსაღებას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი