ხალხური რეცეპტები ჯანმრთელობის გაუმჯობესების და ჯანმრთელი გულის პროფილაქტიკისათვის!

ხალხური რეცეპტები ჯანმრთელობის გაუმჯობესების და ჯანმრთელი გულის პროფილაქტიკისათვის!
FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ 2 სასარგებლო რეცეპტს, რომელიც ყველა ხანშიშესულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ჯანმრთელობის პროფილაქტიკისათვის და ასევე სამკურნალოდ!

# 1 რეცეპტი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხანდაზმულთათვის.

დაგვჭირდება:
  • 200 გრ მაისის ჭინჭარი
  • 0,5 ლ არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
200 გრ მაისის ჭინჭარი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ არაყი; დააყენეთ ერთი დღე - ღამე ფანჯარასთნ, შემდეგ კიდევ 8 დღე - ღამე კარადაში. ბოთლის ყელს შემოახვიეთ დოლბანდი და ჩვარი. პერიოდულად აჯანჯღარეთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ უზმოზე 30 წთ-ით ადრე ჭამამდე და ღამით ძილის წინ. მთელი ბოთლის შესმა - ეს სამკურნალო კურსია, რის შემდეგაც თავს იგრძნობთ მხნედ, ენერგიულად; გულის მუშაობა გაგიუმჯობესდებათ.

# 2 რეცეპტი. ჯანმრთელი გულის პროფილაქტიკისათვის.
გამოიყენეთ ასეთი საშუალება: დილით უზმოზე უნდა დალიოთ 1 ს/კ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი; შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისა და პურთან ან კომპოტთან. სადილობამდე არაფერი ჭამოთ, ხოლო საღამოს უნდა გაიმეოროთ ზეთის მიღება ანალოგიური სახით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური