ამ მცენარეულმა საშუალებებმა მუცლის შებერილობის დროს ყველაზე მეტად მარგო!

ამ მცენარეულმა საშუალებებმა მუცლის შებერილობის დროს ყველაზე მეტად მარგო!
წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს. გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მარგო:
  • გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას. ასევე, კარგია ძირა.

  • მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მექნის ნახარში ჭამამდე და ჭამის შემდეგ ( სულ 2 ჩ/კ დღეში ).

  • დილით უზმოზე უნდა დალიოთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ დაწექით 30 წთ, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ ( მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღე დაისვენებთ და გაიმეორებთ კუსს ).

  • გაზებისთვის კარგია სალათებში ნივრის მწვანე ფოთლების დამატება.

  • ნიორი წვრილად დაჭერით. დაალაგეთ თხელ ფენად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ეს ფხვნილი დანის წვერით 2 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

  • ასევე ეფექტიანია ასეთი ნაყენი: თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათი თავდახურული ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე ( სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში ).

ექიმის კომენტარი:
კამა, ძირა, პიტნა, ცერეცო - ანტიანთებითი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ცნობილი ეფექტიანი საშუალებებია და გამოიყენება კუჭ - ნაწლავის პათოლოგიების დრის.
ნიორი თრგუნავს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, დადებითად მოქმედებს მეტეორიზმის დროს.
კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ამასთან იგი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი კარტოფილის წვენის ხანგრძლივად მიღების შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული წვენი ეფექტიანია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭამამდე 10 წუთით ადრე მიღებისას წვენი აუმჯონესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი კანი, შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდს - სოლანინს, რომელიც მცირე დოზებით ანთიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ დიდი დოზებით ტოქსიკური ეფექტი აქვს. დიდი ხნის ან მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც მოწამვლის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. დიდი დოზებით მიღებისას სოლანინი თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აზიანებს სისხლისფორმიან ელემენტებს. უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა, მძიმე შემთხვევაში კი გონების ხანმოკლე დაკარგვა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი