დიაბეტის ნაადრევი ნიშნები, რომლების თაობაზე აუცილებლად უნდა იცოდეთ

დიაბეტის ნაადრევი ნიშნები, რომლების თაობაზე აუცილებლად უნდა იცოდეთ
შეიძლება თუ არა შეუიარაღებელი თვალით გარკვევა, გაქვთ თუ არა დიაბეტი? ასე, ყველაზე ნაადრევი სიმპტომი გახლავთ სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა, მაგრამ ამის უარყოფა ან დადასტურება მხოლოდ კლინიკურ ანალიზს შეუძლია. თუმცა, არსებობს სხვა ნაადრევი სიმპტომებიც, რომლის გამოვლენა დამოუკიდებლადაც შეიძლება.

1-ლი ტიპის დიაბეტის სიმპტომები საკმაოდ სწრაფად ვლინდება, რამდენიმე დღეში ან კვირაში. ამიტომ მისი დიაგნოსტირება გაცილებით იოლია.
მიუხედავად ამისა, ორივე ტიპის დიაბეტს რამდენიმე მსგავსი სიმპტომი გააჩნია და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროულად გამოვლენა და ექიმის მიმართვა.

საერთო სიმპტომები

შიმშილი და დაღლილობა

როგორც წესი, ორგანიზმი საკვებს გლუკოზად აქცევს, რომელსაც ენერგიის მისაღებად იყენებს. გლუკოზის ნორმაში მოსაყვანად, უჯრედებს ინსულინი სჭირდება და თუ მას არ იღებს, შესაბამისად, ენერგიაც გაკლდებათ. ეს კი ხშირ შიმშლისა და დაღლილობას გაგრძნობინებთ.

წყურვილის გრძნობა და ხშირი შარდვა

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ხშირი შარდვა აწუხებთ. რატომ? იმიტომ, რომ როცა სხეული გლუკოზას შთანთქავს, ის თირკმლებიდან გადის. დიაბეტის დროს კი სისხლში შაქრის დონე მაღლა იწევს, რადგან ორგანიზმი მის გადამუშავებას ვერ ასწრებს. ამგვარად, ცდილობს მისგან შარდის სახით გათავისუფლდეს, ეს კი დიდი ოდენობით სითხეს მოითხოვს.

პირის სიმშრალე და ქავილი

რადგან ორგანიზმს დიდი ოდენობით სითხე სჭირდება მოსაშარდად, სხვა რამეზე უკვე აღარ ჰყოფნის. ეს იწვევს სიმშრალეს პირში. მშრალი კანი კი ქავილს იწვევს.

მხედველობის დაბინდვა

სითხის დონის ცვლილებებს თვალის ფუნქციის დარღვევები მოსდევს. შედეგად მხედველობა ბინდდება.

1-ლი ტიპის დიაბეტის სხვა ნიშნები

წონაში სწრაფად დაკლება

თუ ორგანიზმი საკვებიდან ენერგიას ვერ იღებს, გი იწყებს კუნთებისა და ცხიმის წვას. შესაბამისად, წონაში იკლებთ უმიზეზოდ.

ღებინება და გულისრევა

როდესაც სხეული ცხიმს წვავს, ”კეტონებს” გამოიმუშავებს. ისინი თანდათანობით გროვდება სისხლში, რასაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა მოსდევს. მას დიაბეტური კეტოაციდოზი ეწოდება. კეტონები ასევე იწვევს მუცლის ტკივილს.

დიაბეტის მე-2 ტიპის სხვა სიმპტომები

ეს სიმპტომები როგორც წესი ჩნდება მაშინ, როცა ხანგძლივი დროის განმავლობაში გლუკოზის დონე ამაღლებულია.

სოკოვანი ინფექციები

საფუარი იკვებება გლუკოზით, ამიტომ, როდესაც გლუკოზა დიდი ოდენობითაა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჰყვავის. ინფექციები ჩნდება ნებისმიერ თბილ და ნესტიან ადგილას, მათ შორის, კანზე:

  • ხელებისა და ფეხების თითებს შორის
  • სარძევე ჯირკვლების ქვეშ
  • სასქესო ორგანოების არეში
  • ჭრილობების ნელი შეხორცება


დროის განმავლობაში შაქრის მაღალი დონე ზემოქმედებს სისხლის მიდინებაზე და იწვევს ნერვების დაზიანებას, რის გამოც ჭრილობები დიდ ხანს ვერ ხორცდება.

ფეხების ტკივილი და გაშეშება

ეს სიმპტომებიც ნერვების დაზიანების შედეგად ვლინდება.

როდის გამოვიძახოთ ექიმი?

თუ 45 წელზე მეტის ხართ ან რისკის ჯგუფში შედიხართ, ძალიან მნიშვნელოვანია შაქრის დიაბეტის განვითარების ნაადრევი სიმპტომების ცოდნა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • სისუსტე და ძლიერი წყურვილის გრძნობა
  • ხშირი შარდვა
  • მუცლის ხშირი ტკივილი
  • ღრმა და აჩქარებული სუნთქვა
  • ”ტკბილი სუნთქვა”, რომელიც აცეტონის სუნს ჰგავს.