შავი ბოლოკის წვენი, მართლაც უებარი, სამკურნალო საშუალება ყოფილა გაცივებისა და ნიკრისის ქარის დროს!

შავი ბოლოკის წვენი, მართლაც უებარი, სამკურნალო  საშუალება ყოფილა გაცივებისა და ნიკრისის ქარის  დროს!
ძველბერძნულ წყაროებში აღნიშნულია, რომ შავი ბოლოკითა და მისი წვენით მკურნალობდნენ ფილტვებსა და წმენდნენ სისხლს, იყენებდნენ მძიმე დაავადების შემდეგ ძალების აღსადგენად, ხალხურ მედიცინაში მკურნალობდნენ ხველას.
ბოლოკის შემცველობის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს კალიუმი, დანარჩენი ორი მესამედიდან კი ერთ მესამედზე მეტი ნატრიუმია. მასში როგორც რკინის, ისე მაგნიუმის შემცველობის პროცენტი მაღალია, რითაც აისახება ბოლოკის წვენის სასიკეთო გავლენა ლორწოვან გარსზე.

  • დილა - საღამოს მიიღეთ თითო კოვზი თაფლის, გახეხილი სტაფილოსა და შავი ბოლოკის ნარევი.

  • არ გაცივდებით თუ ყოველდღე შეჭამთ ამ ბოლოკის სალათას. წვრილად გახეხილ ბოლოკს დაამატეთ გახეხილი სტაფილო და მცენარეული ზეთი. პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ასეთი ორკვირიანი თერაპია.

  • ნიკრისის ქარის დროს კი შავი ბოლოკის წვენს შეურიეთ თაფლი ( 1: 1 ) და მიიღეთ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში. გახსოვდეთ შავი ბოლოკი ეკრძალებათ კუჭ - ნაწლავითა და ღვიძლით დაავადებულებს.

სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია